24
Dec
2014

ეს საქმე უნდა მივიდეს აბსურდამდე – გიორგი პოპიაშვილი ბათუმის ლოგოს კონკურსზე

24 Dec 2014

ახლახანს მარკეტერის გადაცემაში ვიყავი TV11-ზე და ვთქვი, რომ ერთ-ერთი მეთოდი რაღაცის შეცვლის ყველაფრის სრულ აბსურდამდე დაყვანაც არის. ამის მაგალითად ფილმი მონანიებიდან სცენაც გავიხსენე, როდესაც კახი კავსაძის გმირი, მიხეილ კორიშელი აბსურდულ აღიარებას აძლევს მართლმსაჯულებას და ამ ტაქტიკური გეგმის შესახებ სანდრო ბარათელს უყვება.

პოპიაშვილი გიორგიეს სცენა სამწუხაროდ ძალიან ხშირად მახსენდება და კახი კავსაძის გმირივით მინდა თავი ვურტყა როიალს.
თუ ანუკამ ამ აბსურდში, რაც ბათუმის ლოგოს გარშემო ხდება, განზრახ შეიყვანა ყველა, ჩემი აპლოდისმენტები მას ! მაგრამ ნებსით თუ უნებლიეთ, გელას სინდრომთან ერთად ამ პროექტმა ბევრი რამ გამოააშკარავა. იმედია ახლა მაინც გამოვიტანთ სწორ დასკვნებს და იგივე შეცდომებს ნაკლებად დავუშვებთ.

კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის ჩემ დასკვნას სამ პუნქტად ჩამოვწერ:

1. არ უნდა შეიმუშაო ისეთი წესები, რომლის დარღვევაც შესაძლებელი ან აუცილებელი გახდება – კონკურსის წესების თანახმად არ უნდა გაემარჯვა ლოგოს, რომელიც არ იყო ხუთეულში.

2. როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია, არ უნდა ანდო მისი გაკეთება მოხალისე დამწყებ დილეტანტებს – ორად ორი ლოგო იყო კონკურსზე წარმოდგენილი, რომელსაც ობიექტურად ქონდა უფლება, რომ ჰქონოდა დეფინიცია – ლოგო. ეს იყო ირაკლი თოფურიას და ანანო მარცვალაძის ნამუშევრები. ამაში ჯობია არ შემედავოთ. ჩემი სუბიექტური მოსაზრება ადრეც დავაფიქსირე, რომ ანანოს ლოგო საუკეთესო იყო. ამაში შეგიძლიათ შემედავოთ.

3. სფეროს მიუხედავად, არ შეიძლება შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება მისცე ჯგუფს, რომელშიც არ ფიგურირებს ამ სფეროში კვალიფიცირებული სპეციალისტები; არ შეიძლება საქართველოში ვინმეს ჰკითხო აზრი ლოგოსთან დაკავშირებით და ეს ვინმე არ იყოს გია ბოხუა. გია ბოხუა ამ შემთხვევაში, როგორც კონკრეტული პიროვნება და ასევე აბსტრაქტული ერთეული, იმ ცოტა ადამიანთაგან, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალია.

ალბად კიდევ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და სასწავლი, მაგრამ თავს აღარ შეგაწყენთ …
წავალ როიალს ვურტყავ თავს.

განხილვა