21
Oct
2019

აბუ დაბიში მსოფლიოს პირველი AI უნივერსიტეტი იხსნება

21 Oct 2019

აბუ დაბიში ხელოვნური ინტელექტის (AI) უნივერსიტეტი იხსნება, რომელიც მსოფლიოში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იქნება ამ მიმართულებით.

 

 

უნივერსიტეტი შეიხ მოჰამედ ბინ ზეიდ ალ ნაიანის სახელს ატარებს – Mohamed bin Zayed University of Artificial Intelligence (MBZUAI). ის აბუ დაბის მემკვიდრე პრინცი და გაერთიანებული არაბთა საემიროების სამხედრო ძალების მეთაურის მოადგილეა. მოჰამედ ბინ ზეიდი ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების განვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თვლის, რომ მომავალი განათლებაშია. სწორედ ის არის უნივერსიტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი.

MBZUAI აკადემიური სწავლებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევის ახალ მოდელს დაამკვიდრებს. როგორც პროექტის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე AI სისტემები, რომ შემდგომ ეს პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის გამოიყენონ.

„უნივერსიტეტი ხელოფნურ ინტელექტს, როგორც დისციპლინას უმაღლეს რანგში აიყვანს, ხელს შეუწყობს მის განვითარებას. ეს კი ქვეყანას ახალ, AI-ის ძალიან ძლიერ ერამდე მიიყვანს“, – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე პრინცმა.

ექსპერტების თქმით, მომდევნო 10 წელიწადში, ხელოვნური ინტელექტი მნიშვნელოვნად შეცვლის და დიდ გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე. მათი აზრით, 2030 წლისთვის, AI მსოფლიო ეკონომიკას $16 ტრილიონს მოუტანს და გაერთიანებული არაბთა საემიროების ​მთლიანი შიდა პროდუქტის 14%-ს შეადგენს.

„ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების, მოწინავე ინტელექტის ფართოდ განვითარების გარდამტეხ ეტაპზე ვართ. ეს ევოლუცია კარიერული ზრდის ახალ შესაძლებლობებს ქმნის პრაქტიკულად ყველა სექტორისთვის. MBZUAI-ში სტუდენტებს დავეხმარებით, გამოიყენონ ეს შესაძლებლობები, შემდეგ კი მსოფლიოში AI ტექნოლოგიების განვითარებაში საკუთრი წვლილი შეიტანონ“- აღნიშნა MBZUAI-ის დროებითმა პრეზიდენტმა  მაიკ ბრედიმ.

უნივერსიტეტი მსურველებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ხელოვნური ინტელექტის საკვანძო მიმართულებებზე შესთავაზებს: Machine Learning, Computer Vision და Natural Language Processing. ყველა ჩარიცხული სტუდენტი სრულ სასწავლო გრანტს, ყოველთვიურ სტიპენდიას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უფასო საცხოვრებელს მიიღებს.

MBZUAI-ში ჩაბარება საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული შეუძლიათ. უნივერსიტეტში სწავლა 2020 წლის სექტემბერში დაიწყება.

 

განხილვა