in

კამპანია, რომელიც შეურაცხმყოფელი სიტყვების სიმძაფრეს უსვამს ხაზს

ინგლისის სამხრეთ დასავლეთის რკინიგზამ (SWR) OOH კამპანია წამოიწყო — მასში ის სიტყვიერი შეურაცხყოფებია წარმოდგენილი, რომლებიც თანამშრომლებს მომხმარებლებმა მიაყენეს. სახელწოდებით „Abuse Stays With Our Staff“, კამპანია იმისკენაა მიმართული, რომ შეურაცხმყოფელი ქცევისა და სიტყვების გრძელვადიან გავლენას გაესვას ხაზი. კვლევის ფარგლებში, დასაქმებულებმაც ისაუბრეს, როგორ იმოქმედა თითოეულმა მსგავსმა შემთხვევამ მათ ცხოვრებაზე.

BOG

ერთი შეხედვით, ფოტოებზე ყოველდღიური, ჩვეულებრივი სცენებია დატანილი — იქნება ეს ფინჯანი ჩაის მომზადება, შხაპის მიღება თუ სამსახურიდან სახლში დაბრუნება. უბრალოდ, ყოველი მათგანი შეურაცხმყოფელ ფრაზებს შეიცავს, მაგალითად: „შე სულელო ძროხა!“.

„ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო მგზავრობენ მატარებლით და ზოგჯერ, როცა სტრესში არიან ან საკუთარ პრობლემებზე ფიქრობენ, გაუცნობიერებლად ამცირებენ სხვებს. ასეთ დროს ნათქვამ უაზრო კომენტარებს კი რეალურად შეუძლია ვიღაცების დაზარალება. ამ კამპანიის მიზანია, ხალხი მეტად დავაფიქროთ იმაზე, თუ რა გავლენა აქვს სიტყვებს გარშემომყოფებზე“, — აღნიშნავენ ორგანიზატორები.

[მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება] „ძნელია თქმა, კარგი იქნებოდა თუ არა, რაღაცებზე წინასწარ რომ მქონოდა ნაფიქრი“ – ანანო დოლაბერიძე

Instagram პირად შეტყობინებებს ახალ ფუნქციებს ამატებს