in

თბილისის ღია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი – ვინ იზრუნებს სტუდენტების ანტრეპრენერული აზროვნების განვითარებაზე?

თბილისის ღია უნივერსიტეტში რომ ძირეული ცვლილებები დაიწყო და სასწავლებლის მფლობელობა ახალმა გუნდმა გადაიბარა, ამაზე წინა სტატიაში გიყვებოდით, რომ უნივერსიტეტის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი გაჩნდა, რომელიც ადამიანური რესურსის შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად მომზადებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული ცოდნის, იმ უნარ-ჩვევების განვითარებას ითვალისწინებს, რომელიც კურსდამთავრებულებს თვითრეალიზებისთვის ესაჭიროებათ.

bog
bog-mob

თუმცა, თქვენთვის არ წარგვიდგენია ბიზნესის ადმინისტრირების განახლებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი ისინი, ვინც აქტიურად უწყობენ ხელს მომავალ მაგისტრებს იყვნენ ანტრეპრენერული აზროვნების და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულნი.

სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში აქცენტი კეთდება იმ ადამიანებზე, რომელთაც გარკვეული პროფესიული გამოცდილება უკვე დააგროვეს, სურთ საკუთარი გამოცდილების თეორიული ცოდნით შევსება და ამასთანავე, საჭირო კონტაქტებით საკუთარი ბიზნეს ქსელის გამდიდრება.

ვინ არიან ისინი? რას საქმიანობენ და რა საგნებს შეისწავლით მათთან?

საგანი: ლიდერობის ოსტატობა

ნანა მიქაშავიძე – კომპანია Wizard-ის დამფუძნებელი დირექტორი. მას ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა დროს იკავებდა Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს.

ნანა მიქაშავიძე

საგანი: სტრატეგიული ტალანტის მართვა

რუსუდან თელია – ACT-ის თანადამფუძნებელი და კულტურის ლიდი. იგი 2001 წლიდან, როგორც კვლევების ექსპერტი, აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (ევრაზიის ფონდი, ფონდი „ღია საზოგადოება- საქართველო“, World Vision, UNICEF) პროექტების შეფასებაში. იგი, ასევე, უშუალო მონაწილეობას იღებდა განათლებისა და თვითმმართველობის რეფორმის, ბავშვთა ზრუნვის სტანდარტების შემუშავების პროგრამების ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში.

რუსუდან თელია

საგანი: პირადი ინვესტიციების მართვა

ზურაბ ფიჩხაიაანაკლიის პორტის ფინანსური დირექტორი, www.shopshop.ge-ს დამფუძნებელი. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა „თიბისი ბანკის“ რისკების მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. ზურაბ ფიჩხაიამ პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლა დაამთავრა.

ზურაბ ფიჩხაია

საგანი – სტრატეგიული მართვა

ვანო ბალიაშვილი – ბიზნეს-კონსულტანტი, „თბილისის ღია უნივერსიტეტის” თანადამფუძნებელი. ვანო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრია, ESM თბილისის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა „თიბისი ბანკის“ ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს-კონსულტანტია.

ვანო ბალიაშვილი

საგანი: ინვესტიციების მართვა

ვასილ რევიშვილი – Thales Investments მმართველი პარტნიორი. ვასილ რევიშვილი 2004 წლიდან უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე იგი კომპანიის რისკების მმართველის პოზიციას იკავდება, ხოლო შემდეგ გააგრძელა, როგორც საინვესტიციო რისკების განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში, USD120 მილიარდი ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან, საქართველოში დაბრუნებული „საქართველოს ბანკის“ აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, იგი გახლდათ „თიბისი ბანკის“ საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი.

ვასილ რევიშვილი

საგანი – მენეჯერული აღრიცხვა

გიორგი გვაზავა – CFA, ACCA, CryptX Terminal-ის გენერალური დირექტორი. სწავლობდა Grenoble Ecole de Management-ის სკოლაში საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით. მუშაობდა Big4-ის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანის Deloitte-ს ფინანსური აუდიტის სამსახურში. გარდა ამისა, იკავებდა „გალტ & თაგარტის“ მთავარის ანალიტიკოსის პოზიციას.

გიორგი გვაზავა

საგანი: მოლაპარაკებები და კონფლიქტების მართვა

რევაზ მაღალაშვილი – Retail Group Georgia – Alhokair Fashion Retail-ის დირექტორი. იგი 10 წელზე მეტია Fashion რითეილში საქმიანობს და მისი დახმარებით, საქართველოს ბაზარს არაერთი დიდი ბრენდი (ZARA, Massimo Dutti, Stradivarius, Mango, GAP, Marks & Spencer, Pull&Bear და ა.შ.) შემოუერთდა.

რევაზ მაღალაშვილი

 

იცხოვრე სავსე ცხოვრებით! – Wrangler-ის რეკლამა

როგორ შეუძლია მუსიკას ადამიანის გულის განკურნება?