ფონდების მოძიება არამომგებიანი ორგანიზაციების სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ძირითადი, სასიცოცხლო ფუნქციაა. ორგანიზაციის მიერ ფონდების მოთხოვნა, შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და დონორების კულტივაციის გრძელვადიანი პროცესის გვერდის ავლით, ამცირებს წარმატების შანსს.
საპროექტო წინადადების შემუშავებისას, ფანდრეიზერი როგორც მაძიებელი, ისე დონორი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს. დონორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის ხარისხიანად განხორციელება. საპროექტო წინადადებამ დონორი უნდა დაარწმუნოს, რომ პროექტი მისი და მაძიებელი ორგანიზაციის საერთო მიზანს ემსახურება.
ვისთვის არის კურსი განკუთვნილი ?
კურსი განკუთვნილია ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.
რას მივიღებ კურსის გავლით?
კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეიძენენ სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოძიების უნარებსა და ცოდნას:
- შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა;
- ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას; იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე;
- გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური დონორებიდან ფონდების მოთხოვნის თავისებურებებს;
- გაეცნობიან სანაცნობო ქსელის განვითარების ხერხებს;
- გაეცნობიან ფონდების მოძიების დაგეგმვის ინსტრუმენტებს (ROPES); გაეცნობიან ქეისებს.
კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ ორგანიზაციებს წარუდგინონ ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის მონახაზი და ერთი საპროექტო წინადადება. ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.
დეტალებისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენ ვებ გვერდს: http://macademy.ge/trainings ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე +995 32 295-97-99; +995 32 295-91-33
[R]