in

საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია Ad Black Sea 2017-ზე დასახელდა! ACAG-ის რეიტინგის შედეგები!

23 სექტემბერს, ქართულ საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ს დაჯილდოების ცერემონიის დასასრულს და აღნიშნული ფესტივალის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მიერ დაჯილდოვდა საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. ACAG-ის რეიტინგების წარმოება 1 წლის წინ დაიწყო და მასში, მთელი წლის განმავლობაში, ქართული სააგენტოების მიერ, როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე, ადგილობრივ სარეკლამო კონკურსებზე მოპოვებული გამარჯვება ისახებოდა. კონკურენტული და ხარისხიანი სარეკლამო პროდუქტის შექმნის, შრომისა და მრავალ ფესტივალში მონაწილეობის შედეგი ასე გამოიყურება:

bog
bog-mob

საქართველოს წლის კრეატიული სააგენტო – Windfor’s

საქართველოს წლის დიზაინ სტუდია – ABK

მარკეტერი გთავაზობთ ACAG-ის დირექტორის – ნოდარ ლობჟანიძის, Windfor’s-ის ხელმძღვანელის – ვატო ქავთარაძისა და ABK-ს ექაუნთ მენეჯერის – მიშა თოდუას კომენტარს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

ACAG-ის დირექტორი – ნოდო ლობჟანიძე: 
„შარშან Ad black sea-ზე დავნერგეთ რეიტინგების სისტემა ორ კატეგორიაში: წლის კრეატიული სააგენტო და წლის დიზაინ სტუდია. ქულები წლის განმავლობაში ჯამდებოდა, 20 სააერთაშორისო და 4 ლოკალურ ფესტივალზე აღებული ჯილდოების მიხედვით, როგორიც არის Ad Black Sea, Young Lions Georgia, Eurobest და ACAG Print Contest. 2016-2017 წლის პერიოდში ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა დააგროვა WINDFOR’S-მა კატეგორიაში წლის კრეატიულ სააგენტო, ხოლო ABK-მ კატეგორიაში წლის დიზაინ სტუდია. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეიტინგების სისტემა ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ამ სისტემით შევქმენით კონკურენცია ქართულ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის. გვჯერა და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კონკურენცია იქნება კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისა და საკომუნიკაციო პროდუქტის ხარისხის ზრდის გარანტი. ამის ნათელი მაგალითია ბოლო წლებში, კრეატიულ ინდუსტრიაში, ყველაზე დიდ ფესტივალზე – Cannes Lions Leavingstone-ის ორი ბრინჯაო და WINDFOR’S-ის ბრინჯაოსა და ვერცხლის ლომი.”

Windfor’s-ის ხელმძღვანელი – ვატო ქავთარაძე:
„ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი შედეგით დაამთავრა „ვინდფორსმა” წელი და მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდით ამ შედეგის მისაღებად. მე, როგორც ვინდფორსის ხელმძღვანელი წარმატებულ ფაქტად ვთვლი ამ მოვლენას. ის მიზანი, რაც დავუსახეთ საკუთარ თავს, შევასრულეთ და ამით ვფიქრობთ, რომ გარკვეული პრეცედენტი შევქმენით.”

ABK-ს ექაუნთ მენეჯერი – მიშა თოდუა
„იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც სააგენტოები შევთანხმდით სარეიტენგო სისტემაზე, ჩვენმა კომპანიამ ჩვენი ნაშრომების, სხვადასხვა ფესტიველებზე სისტემატურად გაგზავნა დაიწყო. გადავაწყდით სირთულეებსაც, გამოვტოვეთ რამდენიმე რეიტინგული ფესტივალი, თუმცა, საბოლოო ჯამში, შრომა დაგვიფასდა. ეს რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კლიენტებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ კომპანიები თავისი ძლიერი მხარეების მიხედვით.”


2017 წლის გამარჯვებულების დასახელებასთან ერთად, ACAG-ის რეიტინგი განულდა. რეიტინგში მონაწილე სააგენტოები, მომავალი წლიდან, თანაბარ პირბებში, განაგრძობენ ბრძოლას 2018 წლის კრეატიული სააგენტოსა და დიზაინ სტუდიის ტიტულისთვის.

ქართული სააგენტოების შედეგები Ad Black Sea 2017-ზე!

ღმერთების კუნძულზე აღმოჩენილი სრულიად სხვა სამყარო და წარმოუდგენელი ფოტოები – Lufthansa-ს ვიდეორგოლი