in

ACAG-მა წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

25 დეკემბერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციაციის ACAG წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება King David-ში, Sky Hall-ში ჩატარდა. შეხვედრას ესწერებოდა ACAG-ის წევრი 15 საკომუნიკაციო სააგენტო. ასოციაციამ განიხლია შეცვლილი წესდება, შეცვლილი გამგეობა და ყველა წევრს კიდევ ერთხელ გააცნო თავისი უფლება-მოვალეობა და წარადგინა ამჟამინდელი სარეიტინგო მდგომარეობა. ასევე, შეხვედრაზე იმსჯელეს ქართული საერთაშორისო კრეატიული ფესტივალის AD BLACK SEA 2019 წლის ღონისძიების შესახებაც.

BOG
BOG

შემაჯამებელ შეხვედრაზე ACAG-ის წევრი სააგენტოს GEPRA უფროსმა კონსულტანტმა კახა მაღრაძემ საკომუნიკაციო სფეროს გაქართულების პროექტი წარადგინა. მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ ასოციაცია, კომპეტენციის ფარგლებში, საკომუნიკაციო სფეროს გაქართულების პროცესში ჩაერთვება. ACAG-ის სამომავლო გეგმებისა და მიზნების განხილვისთვის, ასოციაციამ მომდევნო სტრატეგიული შეკრება იანვრის ბოლოს დაგეგმა.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოებმა ერთმანეთს საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს.

VSOP Black – „სარაჯიშვილმა“ ახალი ბრენდი წარადგინა

ბიზნესისთვის სასარგებლო 3 სამომავლო გადაწყვეტილება