Ad Black Sea 2019-ის დაჯილდოებაზე, დღეს, 21 სექტემბერს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG), ტრადიციულად, „წლის კრეატიული სააგენტო“ გამოავლინა და წელს, ეს სტატუსი სააგენტო Redberry-ს ერგო.

მეორე და მესამე ადგილები ასე გადანაწილდა:
II ადგილი – WINDFOR’S;
III ადგილი – watergunz;
როგორ ვლინდება გამარჯვებული? – ასოციაციის წევრი სააგენტოები, წლის განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალებსა თუ კონკურსებში მონაწილეობით, ACAG-ის რეიტინგებში ქულებს აგროვებენ, რის შედეგადაც, წლის ბოლოს, საუკეთესო მათგანი გამოვლინდება.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის კრეატიული სააგენტო Leavingstone გახდა.
https://www.marketer.ge/acag-award-abs-2018/