Ad Black Sea 2022-ზე საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG) წლის დიზაინ სტუდიის გამარჯვებული გამოავლინა. ეს გახდა ქართული სააგენტო Windfor’s.
რაც შეეხება მეორე და მესამე ადგილებს, ის შემდეგნაირად გადანაწილდა:
2. Leavingstone
3. Redberry
შეგახსენებთ, რომ Windfor’s-ისთვის ეს პირველი გამარჯვება არ არის ამ კატეგორიაში. პანდემიამდე, ბოლო Ad Black Sea-ზე, საუკეთესო დიზაინ სტუდიის გამარჯვებული სწორედ Windfor’s გახლდათ.