in

ACAG-მა წლის დიზაინ სტუდია დაასახელა!

Ad Black Sea 2024-ის დაჯილდოებაზე საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ახალმა პრეზიდენტმა ბეკი ფანცხავამ ACAG წლის დიზაინ სტუდია დაასახელა. პირველობა Redberry-მ მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე კი, შესაბამისად, Mozaika და JWT Metro გავიდნენ.

შეგახსენებთ, ასოციაციის წევრი სააგენტოები, წლის განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობით, ACAG-ის სარეიტინგო სისტემაში აგროვებენ ქულებს, რის შედეგადაც, წლის ბოლოს, სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე საუკეთესო მათგანი გამოვლინდება.

ვინ დაასახელა ACAG-მა წლის კრეატიულ სააგენტოდ!

ცნობილია, ნომინაცია Young Creative-ის გამარჯვებული Ad Black Sea 2024-ზე