წლის კრეატიული სააგენტოს გამარჯვებული უკვე ცნობილია! დღეს, 14 სექტემბერს, სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea 2024-ის დასასრულს, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG, ტრადიციულად, გამარჯვებული გამოავლინა ამ ნომინაციაში. პირველი ადგილის მფლობელი Windfor’s გახდა. მეორე და მესამე ადგილები კი, შესაბამისად, სააგენტოებმა Leavingstone-მა და Redberry-მ გადაინაწილეს. ჯილდო ACAG-ის ახალმა პრეზიდენტმა ბეკი ფანცხავამ გადასცა.
ამრიგად, ACAG-ის სააგენტოების რეიტინგების ათვლა ახლიდან დაიწყება და შემოქმედებით გუნდებს კვლავაც შეეძლებათ სხვადასხვა ფესტივალის თუ კონკურსის შედეგად, სარეიტინგო ქულების მოპოვება.