in

ACAG-ის სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობიდან დასაქმებამდე! – სალომე წიქვაძის შემთხვევა

„ზაფხულის ცხელი და მზიანი დღე იყო… მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ველოდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ „ედვერთვაიზიდან“ მიკავშირდებოდნენ, რომ ACAG-ის (საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია) სტუდენტურ კონკურსში შექმნილი ჩემი ნამუშევარი მოეწონათ და სურდათ, გასაუბრებაზე მივსულიყავი“…

სალომე წიქვაძე 21 წლისაა, ახლახან დაამთავრა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თუმცა არ ეყო და კიდევ ერთხელ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები, ამჯერად, GIPA-ში, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების ფაკულტეტზე უნდა სწავლის გაგრძელება.

ACAG-ის სტუდენტური კონკურსის შესახებ ილიაუნის პროექტ ADS Georgia-ს შეხვედრაზე გაიგო და როგორც ამბობს: „მაშინვე მივხვდი, რომ ეს იყო შესაძლებლობა, პირველი ნაბიჯი გადამედგა იმ სფეროში, რომელში მოხვედრაზეც ვოცნებობდი“.კონკურსში მონაწილეობა ორივე კატეგორიაში (ვიდეოსა და IMC – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია) მიიღო… დარწმუნებული იყო, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლის მომტანი იქნებოდა… „რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა“.

სალომესა და მისი მეწყვილის, თამაზ ჭიოკაძის ნამუშევარი ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კატეგორიაში, ფინალისტებს შორის მოხვდა. დავალება კი, როგორც სალომე ამბობს, საკმაოდ ნაცნობი პრობლემა აღმოჩნდა მისთვის:

ამ საკითხზე არაერთხელ მიფიქრია. დავალების მიხედვით, შშმ პირების მიმართ არსებული სტერეოტიპები უნდა დაგვემსხვრია, რასაც თავის მხრივ, მათი დასაქმებისთვის უნდა შეეწყო ხელი.  ჩვენი კამპანიის იდეა იყო, საზოგადოებისთვის დაგვენახვებინა, რომ შეზღუდული შესაძლებლობა ჩვენ ყველას გვაქვს, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის… პირიქით, გვეხმარება, რომ ამისგან ახალი შესაძლებლობები შევქმნათ, – სალომე წიქვაძე.

სალომე, პარალელურად, სოციალური საწარმო „ჩუს“ დამფუძნებელია, რომელიც ჟესტური ენის პოპულარიზაციას სამაგიდო თამაშების მეშვეობით ეწევა. სწორედ ეს საქმიანობა გახდა მისი კომუნიკაციის სფეროთი დაინტერესების საბაბი… „აქ აღმოვაჩინე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ბიზნესისთვის სწორ კომუნიკაციას“. სალომე ამბობს, რომ ACAG-ის სტუდენტური კონკურსი ახალგაზრდებისთვის ძალიან მაგარი შესაძლებლობაა და აუცილებლად, ვინც კომუნიკაციების სფეროთია დაინტერესებული, ამ გამოწვევაზე უარი არ უნდა თქვას…და „იქნებ, საკუთარ თავში ახალი უნარებისა და შესაძლებლობების აღმოჩენის გარდა, შემოქმედებით სფეროში პირველი და კონკრეტული ნაბიჯებიც გადადგას“. 

M: სალომე, „ედვერთვაიზის“ გუნდს რა სტატუსით შეუერთდი?
იმდენად გამიხარდა და ისე დავიბენი, თავიდან ისიც კი არ მიკითხავს, რა პოზიციაზე იყო ვაკანსია. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ საქმიანობა, როგორც სოციალურ მედია მენეჯერს მომიწევდა.

როგორ გამოვიყენოთ დღევანდელი დღე მაქსიმალურად?

რატომაა მიუღებელი სექს-სათამაშოების რეკლამა? – Dame&Unbound-ის კამპანია