18
Nov
2019

ქალთა სექსუალური შევიწროების თემაზე ACAG-ის პრინტ კონკურსი დასრულდა!

18 Nov 2019

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მორიგი პრინტ კონკურსი დასრულდა. ამჯერად, თემა ქალთა სექსუალური შევიწროება იყო – სააგენტოებმა შექმნეს პოსტერები, რომლებიც სოლიდარობის გრძნობას გააჩენს იმ ქალებისა და გოგოების მიმართ, ვინც სექსუალური შევიწროების მსხვერპლია და ხმა ამოიღო. კამპანიის მთავარი, საკომუნიკაციო გზავნილებია: #HearMeToo; #მომისმინე. ნამუშევრები ორმა სხვადასხვა ჟიურიმ განიხილა: ACAG-ის წევრი სააგენტოების შეფასებით, პირველი ადგილი KRAKEN-მა დაიკავა. დამოუკიდებელი ჟიურის გადაწყვეტილებით – AdvertWise-მა.

AdvertWise – I ადგილი ( დამოუკიდებელი ჟიური)

Kraken – I ადგილი (ACAG-ის ჟიური)

საკომუნიკაციო სააგენტოების შეფასებით, II ადგილზე ABK-ს პოსტერი, III ადგილზე კი Redberry-ის ნამუშევარი მოხვდა. ალტერნატიული ჟიურის გადაწყვეტილება კი ასეთია: II ადგილი – Leavingstone, III ადგილი – JWT METRO.

ABK – II ადგილი (ACAG-ის ჟიური)

Redberry – III ადგილი (ACAG-ის ჟიური)

Leavingstone – II ადგილი (ალტერნტიული ჟიური)

JWT METRO – III ადგილი (ალტერნტიული ჟიური)

პრინტ კონკურსში, ამჯერად, 13 სააგენტო მონაწილეობდა, შესაბამისად, მომზადდა 13 პოსტერი. „მარკეტერი“ წარმოგიდგენთ სხვა ნამუშევრებსაც.

Saatchi&Saatchi Tbilisi

4MEDIA

Aliens

BRID

Socialsharks

Windfor’s

McCann Tbilisi

ACAG-ის კონკურსი, დაახლოებით, 1 თვის წინ გამოცხადდა და UN Women GeorGia-სთან ერთად ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნამუშერები უკვე გაზრდილი სარეიტინგო კოეფიციენტით შეაფასეს – თუ აქამდე 1.0 იყო, ახლა 1.5 გახდა. წინა კონკურსისგან განსხვავებული იყო ალტერნატიულ ჟიურიც:

 

განხილვა