in

ACAG-მა 2020 წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია დაასახელა!

საქართველოს შემოქმედებითი სააგენტოების ასოციაციამ ACAG გამარჯვებულები გამოავლინა – წლის კრეატიული სააგენტო და დიზაინ სტუდია ცნობილია! როგორც წესი, ACAG წლის სააგენტოსა და სტუდიას სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე ჯილდოვდება, თუმცა, წლევანდელი გამარჯვებულები ასოციაციის პრეზიდენტმა, აკო ახალაიამ, ონლაინ რეჟიმში დაასახელა.

 

კრეატიული სააგენტოს ტიტული WINDFOR’S-მა მოიპოვა, ხოლო დიზაინ სტუდიის წოდება Kraken-ს ერგო.

შეგახსენებთ, ACAG წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას 2017 წლიდან ასახელებს. ასოციაციის წევრი სააგენტოები, წლის განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალებსა თუ კონკურსებში მონაწილეობით (Cannes Lions, Eurobest…), ACAG-ის რეიტინგებში აგროვებენ ქულებს, რის შედეგადაც, წლის ბოლოს, საუკეთესო მათგანი გამოვლინდება.

ასევე, შეგახსენებთ განვლილი წლების გამარჯვებულებს:

2019-ის კრეატიული სააგენტო Redberry, ხოლო დიზაინ სტუდია – WINDFOR’S გახდა.

2018 წელს, გამარჯვება Leavingstone-მა და ABK-მ მოიპოვეს.

2017 წელს, წლის კრეატიული სააგენტო WINDFOR’S გახდა, დიზაინ სტუდია – ABK.

ინსაითი: როგორ გაუმკლავდა Twitter პანდემიის კრიზისს

auczon.com – „კომფორტული ზონა ელექტრონული კომერციისთვის“