საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის პრინტ კონკურსის შედეგები ცნობილია. ამჯერად, პრინტ კონკურსის თემა სისხლის დონაციას ეხებოდა. კონკურსი ACAG-მა სისხლის უანგარო დონორებთან ჩაატარა. თანამედროვე ყოველდღიურობაში, სისხლის გადასხმაზე მოთხოვნა არ იკლებს, შესაბამისად, სისხლის ბანკებს ადამიანები ხშირად მიმართავენ. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ადამიანებს უბიძგებენ, სისხლის დონორები გახდნენ და განუმარტავენ კიდეც, რომ სისხლის ერთხელ გაღებით, სამი ადამიანის გადარჩენაა შესაძლებელი.
ნამუშევრების შეფასება დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია. 122 ქულით, სააგენტო Quick-მა პირველი ადგილი აიღო, 115 ქულით – Meta Agency მეორეზე გავიდა, მესამეზე კი – Making Science Sweeft, 113 ქულით.
დავალების მიხედვით, კონკურსის მონაწილეებს უნდა შეექმნათ პრინტი, რომელიც ადამიანებს სისხლის უანგარო დონაციისაკენ უბიძგებდა.
კონკურსის შედეგები ACAG-ის ყოველწლიურ სარეიტინგო სისტემაშიც აისახა. შეგახსენებთ, რომ ACAG ყოველწლიურად აფასებს სააგენტოებს, სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობის შედეგად ანიჭებს ქულებს, შემდეგ კი, წლის შემოქმედებით სააგენტოსა და დიზაინ-სტუდიას გამოავლენს.
აქვე, გაგაცნობთ შედეგებს სრულად: Looper Agency – 62 ქულა, Windfors – 63 ქულა, Starcom Georgia – 54 ქულა, FCB Artgroup Tbilisi – 111 ქულა, Saatchi&Saatchi Tbilisi – 84 ქულა, Hans&Gruber – 108 ქულა, Mozaika – 67 ქულა, Quick – 122 ქულა, Making Science Sweeft – 113 ქულა, Betterfly – 81 ქულა, Meta Agency – 115 ქულა, Maverik – 91 ქულა.
შეგიძლიათ საკონკურსო ნამუშევრებიც დაათვალიეროთ:
Quick
Meta Agency
Making Science Sweeft
Looper Agency
Windfor’s
Starcom Georgia
Saatchi & Saatchi Tbilisi
Mozaika
Maverik
Hans & Gruber
FCB Artgroup Tbilisi
Betterfly