in

ნახეთ ACAG-ის კონკურსის პრინტ ნამუშევრები, ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლებაზე

საზოგადოებაში ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG), ორგანიზაცია GrlzWave-თან თანამშრომლობით, პრინტ-კონკურსი ჩაატარა.

ნამუშევრების შეფასება დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია.

მონაწილეებს უნდა შეექმნათ პრინტი, რომელიც საზოგადოების დაარწმუნებდა, რომ ნაადრევი დიაგნოსტირება და სისტემატური შემოწმება ამცირებს დაავადების განვითარების რისკებს და ზრდის სრულად გამოჯანმრთელების შანსს. შესაბამისად, ჯანმრთელობის რეგულარული შემოწმებისაკენ უბიძგებდა.

კონკურსში ACAG-ის წევრი სააგენტოები მონაწილეობდნენ. გაგაცნობთ, გამარჯვებულ სამეულს: პირველი ადგილი McCann Tbilisi-მა მოიპოვა – 179 ქულით, მეორე – Redberry-მ – 172 ქულით, მესამეზე კი – JWT Metro-ს ნამუშევარი გავიდა – 168 ქულით. 

კონკურსის შედეგები ACAG-ის ყოველწლიურ სარეიტინგო სისტემაშიც აისახა: McCann Tbilisi – 22.5 ქულა, Redberry – 11.5 ქულა, JWT Metro –  4.5 ქულა. შეგახსენებთ, რომ ACAG ყოველწლიურად აფასებს სააგენტოებს, სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობის შედეგად ანიჭებს ქულებს, შემდეგ კი, წლის შემოქმედებით სააგენტოსა და დიზაინ-სტუდიას გამოავლენს.

აქვე, გაგაცნობთ კონკურსის შედეგებს სრულად:

თბილისში წარმატებული კარიერა მიატოვეს და დანაზოგით სოფელში „ოდაშის“ მეურნეობა მოაწყეს

წინანდლის ფესტივალი მეოთხე სეზონით და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება