11
Sep
2019

ACAG-ის პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

11 Sep 2019

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) აგვისტოს პრინტ კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. თემა Fake News-ები, ანუ მცდარი ახალი ამბები იყო – სააგენტოებს უნდა შეექმნათ პოსტერი საკომუნიკაციო მესიჯით, რომელიც სოციალურ ქსელებში მოძიებული ინფორმაციის მიმართ, ინტერნეტ მომხმარებელს, კრიტიკულად განაწყობდა. კონკურსში სულ 10 მონაწილე იყო. ნამუშევრები ACAG-ის წევრი სააგენტოების წარმომადგენლებმა შეაფასეს. შედეგები ასე გადანაწილდა:  I ადგილი – Redberry​, II ადგილი – Windfor’s, III ადგილი – ABK და Kraken.

Redberry​ – I ადგილი

„გაუცნობიერებელი ქმედებით, ძალიან ბევრი ადამიანი ხელს უწყობს სოციალურ ქსელებში „ფეიკ ნიუსის“ გავრცელებას. როდესაც ჩვენთვის სანდო ადამიანები ავრცელებენ ასეთ სიახლეს, კიდევ უფრო „დამაჯერებლად“ გამოიყურება. საერთო ჯამში, იმდენად იღრევა მართალი და Fake News-ები ერთმანეთში, რომ რთული ხდება სიმართლის დადგენა, კონკრეტულ ცხელ თემაზე. ბოლო მაგალითი რომ ავიღოთ, ამაზონის ტყეში გაჩენილ ხანძარზე უამრავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა – ძველი ფოტოები, ხელოვნურად მოსული წვიმები და ა.შ. „ფეიკ ნიუსის“ ავტორისთვის მიზანი მიღწეულად ითვლება, თუ მის მიერ შექმნილი კონტენტი ზიარდება და მეტ და მეტ ადამიანს წვდება“, – ამბობს ACAG-ის პროექტის მენეჯერი ლუკა ეჯიბია.

Windfor’s – II ადგილი

მისივე თქმით, კონკურისის მთავარი მიზანი იყო, სააგენტოებს შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერი, რომელიც ინტერნეტ მომხმარებელს კრიტიკულად განაწყობს – სოც.ქსელებში მოძიებული ინფორმაციების მიმართ, (ანუ გაუჩნდება კითხვები) აღმოაჩენინებს „ფეიკ ნიუსს“ და გადააფიქრებინებს მის გავრცელება-გაზიარებას.

ABK – III ადგილი

Kraken – III ადგილი

აქვე წარმოგიდგენთ პრინტ კონკურსის სხვა ნამუშევრებს.

Saatchi&Saatchi Tbilisi

AdvertWise

Leavingstone

4Media

Elliot

Watergunz

კონკურსის შედეგები აისახება ასოციაციის საერთო რეიტინტებზე.  

განხილვა