საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მორიგი პრინტ კონკურსი დასრულდა. მონაწილეებმა ნამუშევრები თემაზე „პროფესიულ განათლებაში ქალების ჩართულობა“ 2019 წლის მარტსა და აპრილში წარადგინეს. გამარჯვებულები კი ორმა დამოუკიდებელმა, ACAG-ისა და ალტერნატიულმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსში 12 სააგენტო მონაწილეობდა: ABK, BRID, JWT METRO, Kollektiv, Mr.Wolf, Elliot, Gepra, Windfor’s, Leavingstone, Holmes&Watson, Socialsharks და Redberry.

ალტერნატიული ჟიურის შეფასებით, I ადგილი სარეკლამო სააგენტო Leavingstone-ის ნამუშევარმა დაიკავა. მათ მხოლოდ ერთი გამარჯვებული დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ იგივე პოსტერი ACAG-ის ჟიურის შეფასებით, III ადგილზე გავიდა. I და II ადგილზე კი BRID-ისა და Redberry-ის ნამუშევრები მოხვდა.


აღნიშნული შედეგები აისახა ACAG-ის რეიტინგებშიც: Brid +8 ქულა, Redberry +6 ქულა, Leavingstone +4 ქულა.

რაც შეეხება სხვა ნამუშევრებს, რომლებიც ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა კონკურსზე წარადგინეს:








