Ad Black Sea 2023-ის დაჯილდოებაზე საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG წლის დიზაინ სტუდია დაასახელა. პირველობა Hans&Gruber-მა მოიპოვა. მეორე და მესამე ადგილებზე კი Quick და Saantchi & Saatchi Tbilisi გავიდნენ. შეგახსენებთ, ასოციაციის წევრი სააგენტოები, წლის განმავლობაში, სხვადასხვა კრეატიულ ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობით, ACAG-ის სარეიტინგო სისტემაში აგროვებენ ქულებს, რის შედეგადაც, წლის ბოლოს, სარეკლამო ფესტივალ Ad Black Sea-ზე საუკეთესო მათგანი გამოვლინდება.