in

ნახეთ, ACAG-ის სააგენტოების ნამუშევრები, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

ყოველწლიურად, 21 მარტის აღსანიშნავად დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ორგანიზაციები ქმნიან მსოფლიო გზავნილს, რომლის ირგვლივაც ერთიანდება საზოგადოება. ამ საკითხის გარშემო საზოგადოების სტერეოტიპული დამოკიდებულების შესაცვლელად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-მა, საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციასთან ერთად, წამოიწყო პრინტ კამპანია, მთავარი გზავნილით – „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“. პრინტ კამპანიის მიზანია ადამიანებს შეახსენოს იმ სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც ძალიან ღრმადაა გამჯდარი საზოგადოებაში, რაც თავის მხრივ ქმნის სტიგმას და აჩენს დისკრიმინაციულ მიდგომებს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ. კონკურსი დასრულდა და უკვე ცნობილია რჩეული ნამუშევრებიც.

პირველი ადგილი Redberry-ს ერგო, მეორე – Maverik-მა მოიპოვა, მესამე ადგილი კი Betterfly-მ დაიკავა.

გაგაცნობთ მონაწილე სააგენტოების სრულ რეიტინგს.

აქვე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ნამუშევარი (განლაგებულია შემთხვევითობის პრინციპით) და სურვილის შემთხვევაში, მაღალი რეზოლუციით ამ ბმულიდან გადმოწეროთ.

Redberry

Maverik

Betterfly

Ad Geeks

Quick

FCB Artgroup Tbilisi

Looper Agency

Meta

Playmakers

Simple Steps

Mozaika

Google Pixel-ს ახალი ფუნქციები ემატება

Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს“ — ნიკ უესტს უმასპინძლებს