in

ნახეთ პრინტ ნამუშევრები, რომლებიც ACAG-ის სააგენტოებმა ტექდათვალიერების თემატიკაზე შექმნეს

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG ყოველთვიური კონკურსი დასრულდა. ცნობილია გამარჯვებულთა ვინაობაც. კონკურსი გრინვეისთან თანამშრომლობით ჩატარდა. მასში მონაწილე სააგენტოების დავალება იყო შეექმნათ საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც საზოგადოებაში ტექდათვალიერების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ აამაღლებდა ცნობიერებას. კონკურსში ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა მიიღეს მონაწილეობა. პირველი ადგილი სააგენტო ABK-მ მოიპოვა – 93 ქულით, მეორე ადგილზე Kraken გავიდა – 72 ქულით, მესამე ადგილი კი Mozaika-მ დაიკავა – 69 ქულით. მონაწილე სააგენტოების შედეგები ACAG-ის ყოველწლიურ სარეიტინგო ქულებზე აისახება, რომლის შედეგადაც ასოციაცია წლის სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას გამოავლენს. საერთო ჯამში, შედეგები ასეთია:

თვალი გადავავლოთ კონკურსის ნამუშევრებს:

ABK

 

Kraken

 

Mozaika

 

Maverik

 

Redberry

 

Quick

 

Leavingstone

 

Gepra

 

Aliens

Apple-ის რეკლამა, რომელიც არაფერს აჩვენებს, მაგრამ ყველაფერს აღწევს

დარჩი, სადაც გინდა! – Vanday-ის „სახლი ბორბლებზე“, რომლითაც მთელ საქართველოს შემოივლი