ავტომობილზე მეორადი საბურავის დაყენება სახიფათო გადაწყვეტილებაა. ვადაგასული საბურავების გამოყენება დიდ საფრთხეს უქმნის მომხმარებლებს, იმის მიუხედავად, აქვს ცვეთა თუ – არა. მიზეზი მისი შემადგენლობაა – საბურავები დამზადებულია რეზინის ნაერთებისგან, რომლებიც დროთა განმავლობაში ძველდება და საავტომობილო გადაადგილებისას მისი გამოყენება სიცოცხლისთვის საშიშია. სამწუხაროდ, საქართველოში მეორადი საბურავების იმპორტი აკრძალული არაა და მას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მეორადი საბურავების გამოყენების რისკების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG, „ამბოლთან“ ერთად, წამოიწყო პრინტ კამპანია, მთავარი გზავნილით „უსაფრთხოება პრიორიტეტად“. მასში ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა მიიღეს მონაწილეობა. კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. კონკურსის ქულებთან ერთად, განახლდა ACAG-ის რეიტინგი.
პრინტ კონკურსის ნამუშევრების მაღალი რეზოლუციით გადმოწერა ამ ბმულიდან შეგიძლიათ.
ახლა კი, გავეცნოთ ACAG-ის პრინტ კონკურსის შედეგებს:
„ამბოლის“ რჩეული Kraken-ის ნამუშევარი გახდა.
ქულების მიხედვით, გამარჯვებული სამეული ასე გადანაწილდა:
პირველი ადგილი Mozaika-ს ერგო
მეორე – Kraken-მა მოიპოვა
მესამე ადგილი კი Betterfly-მ დაიკავა
მთლიანობაში, საკონკურსო ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ახლა კი, დავათვალიეროთ დანარჩენი ნამუშევრები, რომლებიც კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. პრინტები შემთხვევითობის პრინციპითაა დალაგებული.
Redberry
Meta Agency
McCann Tbilisi
Maverik
Ad Geeks
watergunz
Brand Rabbit
Simple Steps
Saatchi & Saatchi Tbilisi
matter.
Brand Me
Quick