in

შემოქმედებითი ინდუსტრია სპორტში! – მინიფეხბურთი ACAG-ის წევრებს შორის

8, 9 და 15 ივნისს, ACAG-ის წევრ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის, მინიფეხბურთის ტურნირი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრებაში 13 გუნდი მონაწილეობდა, თამაშები კი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს ჯგუფში დაუპირისპირდნენ, ხოლო მეორე, ფინალურ ეტაპზე თამაშები ე.წ. „ოლიმპიური სისტემით“ გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს, სიმბოლურად, ACAG-ის თასი და მედლები გადაეცათ.

ფინალში ერთმანეთს Formula Creative და Redberry დაუპირისპირდნენ, სადაც დაძაბულ ბრძოლაში, საბოლოო გამარჯვება Redberry-მ მოიპოვა, ანგარიშით 2:0. მეორე და მესამე ადგილები კი ასე გადანაწილდა: I ადგილი – Redberry

II ადგილი – Formula Creative

III ადგილი – Kollektiv.

ლუკა ეჯიბია, ACAG-ის პროექტების მენეჯერი: „ACAG მაქსიმალურად ცდილობს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ასოციაციის მიერ გამართული მსგავსი შეჯიბრებები. ჩვენს სააგენტოებს, წლის განმავლობაში, სხვადასხვა სპორტულ-გასართობ აქტივობაში უწევთ მონაწილეობის მიღება: ფეხბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ფეხბურთი, ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი, კარტინგი და სხვა.

ამ კონკრეტულ ტურნირს რაც შეეხება, საკმაოდ დაძაბული შეხვედრა აღმოჩნდა. მონაწილე გუნდები ძალიან მოტივირებულები იყვნენ და მაყურებელთა სიმცირესაც არ ვუჩიოდით“, – გვიყვება ლუკა ეჯიბია. ასოციაცია ფეხბურთის მომდევნო ტურნირის ჩატარებას შემოდგომას გეგმავს.

ხელოვნური ინტელექტი ფოტოშოპში დამუშავებულ სურათებს ამოიცნობს

National Geographic-ის კონკურსის გამარჯვებული ფოტოები