in

ნახეთ, პიროტექნიკის გამოყენების წინააღმდეგ მიმართული პოსტერები, ACAG-ის სააგენტოებისგან

წლის მიწურულს, როცა ყველა საზეიმოდ ვემზადებით, ცხოველები შიშით ელოდებიან. საქმე ისაა, რომ საყოველთაო მხიარულებაში გვავიწყდება, რამდენად დიდი ზიანი მოაქვს პიროტექნიკის გამოყენებას – მას დამღუპველი გავლენა აქვს ცხოველებზე და სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია სადღესასწაულო პერიოდში. პიროტექნიკის გამოყენების მავნებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია ACAG-მა, Animal Project-ის მხარდაჭერით, პრინტ კონკურსი ჩაატარა. დავალების ფარგლებში, სააგენტოებმა შექმნეს პრინტ ნამუშევრები, რომელთა საშუალებითაც ისინი საქართველოს მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს პიროტექნიკის გამოყენებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ.

ACAG-ის პრინტ კონკურსის შეფასება დასრულდა და უკვე ცნობილია შედეგებიც! Animal Project-ის რჩეული გახდა Saatchi & Saatchi-სა და Quick-ის ნამუშევრები.

გამარჯვებული სამეული ასე გადანაწილდა:
I ადგილი – Mozaika
II ადგილი – Watergunz
III ადგილი – Redberry

კონკურსის სრული რეიტინგი ასე გამოიყურება.

აქვე გაგაცნობთ კონკურსის ყველა ნამუშევარს (განლაგებულია შემთხვევითობის პრინციპით). პრინტების გადმოწერისა და გავრცელების სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ამ ბმულს ეწვიოთ.

Kraken

Making Science

meta agency

Mozaika

Playmakers

Quick

Redberry

Saatchi & Saatchi Tbilisi

watergunz

Windfor’s

შავი მამბას ეფექტი: ალტერ ეგო თავდაჯერებულობასა და მიზანდასახულობას აძლიერებს

Retain – მომხმარებლის უკუკავშირი პირდაპირ სათავო ოფისში