საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის მორიგი პრინტ კონკურსი ჩატარდა. თემა – „ფაუნაზე ზრუნვა“. „ბრიფის“ მიხედვით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერი, რომელიც დაეხმარება საზოგადოებას გაიაზროს, რომ გარემოს დაცვა გარეული ცხოველების დაცვასაც გულისხმობს და ეს თითოეული მოქალაქის ვალია.

„მოსახლეობისთვის აქტუალური უნდა გახდეს ჩვენ გვერდით მობინადრე, საფრთხეში მყოფ გარეულ სახეობებზე ზრუნვა, რათა მომავალმა თაობებმა მხოლოდ წიგნებში არ ამოიკითხონ, რომ საქართველოში ოდესღაც ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდა“.

კონკურსში საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) წევრი სააგენტოები: McCann TbilisI, Mr. Wolf, Saatchi&Saatchi Tbilisi, HOLMES&WATSON, Leavingstone, ABK, WINDFOR’S, JWT METRO და Marmelads მონაწილეობდნენ.

პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა: Saatchi&Saatchi Tbilisi (I ადგილი), JWT METRO (II ადგილი) და ABK (III ადგილი). შედეგად, Saatchi&Saatchi Tbilisi-მ 8, JWT METRO-მ 6 და ABK-მ 4 სარეიტინგო ქულა მოიპოვა.



კონკურსის შედეგ, შეიცვალა სააგენტოების ზოგადი სარეიტინგო ქულებიც.

