in

პირატული საიტები დიდ ზიანს აყენებს მედია-კინო-ინტერნეტ ინდუსტრიას! – ნახეთ ACAG-ის კონკურსის შედეგები და ამ თემაზე შექმნილი ყველა პოსტერი!

ACAG-ის პოსტერების კიდევ ერთი კონკურსი დასრულდა, ცნობილია გამარჯვებული სააგენტოებიც. მათ უნდა შეექმნათ ნამუშევრები, რომლებიც მაყურებელს მიაწვდის ინფორმაციას, რომ საიტები, სადაც მოპარულ ფილმებსა და სერიალებს უყურებენ, არალეგალურია. ასეთი ვებგვერდების მოხმარებით კი, თავადაც დანაშაულის თანამონაწილენი ხდებიან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, დიდ ზიანს აყენებს მედია-კინო-ინტერნეტ ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს. სააგენტოებს შეეძლოთ, თავად შეერჩიათ მთავარი გზავნილი, თუმცა, მას უნდა ჰქონოდა შინაარსი, რომ „გასართობი კონტენტი გართობით არ იქმნება“. კონკურსი „საქართველოს ანტი-მეკობრული ცენტრისა“ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

სააგენტო Windfor’s – I ადგილი, სააგენტო Leavingstone  – II ადგილი, სააგენტო Quick – III ადგილი – ამ შედეგებით დასრულდა პოსტერების ეს კონკურსი.

I ადგილი – Windfor’s
II ადგილი – Leavingstone
III ადგილი – Quick

ამ კონკურსში, ACAG-ის წევრი 11 სააგენტო მონაწილეობდა. შესაბამისად, გამარჯვებული ნამუშევრების გარდა, შეიქმნა კიდევ 8 პოსტერი. აი, ისინიც:

აღსანიშნავია, რომ ეს ახალი სეზონის პირველი კონკურსი გახლდათ. რაც შეეხება ქულებს, სააგენტოებმა, ამ ნამუშევრებისთვის, ასეთი შეფასებები მიიღეს:

 

სოციალური მედიის მარკეტინგის ტენდენციები 2022 წლისთვის — ნაწილი პირველი

როგორ მოვემზადოთ წონის კლებისთვის ფსიქოლოგიურად?