საქართველოს სარეკლამო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსი დასრულდა. უკვე ცნობილია გამარჯვებული სააგენტოები და მათი ნამუშევრები. მაგრამ სანამ თითოეულ მათგანს წარმოგიდგენთ, „ბრიფს“ შეგახსენებთ – უნდა შექმნილიყო საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომელიც წაახალისებს ახალგაზრდებს, მონაწილეობა მიიღონ 31 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებში. ნამუშევრების მთავარი გზავნილი კი ასეთი იყო: „წადი არჩევნებზე, შენი ხმა მნიშვნელოვანია“. გამარჯვებული სააგენტოების პირველი სამეული ასეთია: KRAKEN, ABK და BRID.



ეს გამარჯვებულები ACAG-ის ჟიურიმ გამოავლინა, მოწვეული ჟიურის რჩეული კი სააგენგო Kraken-ის ნამუშევარი გახდა.
კონკურსში ACAG-ის წევრი 9 სააგენტო მონაწილეობდა. აქვე წარმოგიდგენთ დანარჩენ ნამუშევრებს.






ყველა ეს ნამუშევარი შეგიძლიათ, თქვენც გადმოწეროთ. შეგახსენებთ, რომ ამჯერად, პრინტ კონკურსი, ACAG-მა, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მხარდაჭერით ჩაატარა.











