ACAG-ის პოსტერების კონკურსი დასრულდა, უკვე ცნობილია გამარჯვებულებიც. ბრიფის მიხედვით, მონაწილე სააგენტოებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც მიზანმიმართულად მოუწოდებს ხელოსნებს, სამშენებლო ობიექტზე დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და ატარონ ჩაფხუტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში, ყოველწლიურად, ათეულობით ხელოსანი ზიანდება სამშენებლო სამუშაოების დროს. ეს, ძირითადად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობითაა გამოწვეული. ობიექტებზე დასაქმებული ადამიანები, ხშირად, უგულებელყოფენ უსაფრთხოების წესებს, რაც მათ ჯანმრთელობას, ზოგიერთ შემთხვევაში კი, სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
„მშენებლობაზე ჩაფხუტის გამოყენება, მუშაობის პროცესში, ხელოსნების ფიზიკურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. სამწუხაროდ, მათ ხშირად ჰგონიათ, რომ თუ ამ ნორმებს არ დაიცავენ, მაინც არაფერი ემუქრებათ… გადარჩებიან… მარცხი სხვას მოუვა და მათ – არა“.
კონკურსის მიზანი სწორედ ასეთი განწყობის შეცვლა და მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების დარწმუნებაა, აუცილებლად ატარონ ჩაფხუტი, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და სტანდარტები.
რაც შეეხება გამარჯვებულ ნამუშევრებს, შედეგები ასე გადანაწილდა: სააგენტო Kraken – I ადგილი, სააგენტო Windfor’s – II ადგილი, სააგენტო watergunz – III ადგილი.



ACAG-მა კონკურსი „BK Construction-ის მხარდაჭერით ჩაატარა.
კონკურსში 13 სააგენტო მონაწილეობდა. შესაბამისად, გამარჯვებული ნამუშევრების გარდა, შეიქმნა კიდევ 10 პოსტერი. აი, ისინიც:










მიმდინარე სეზონზე, ეს ACAG-ის ბოლო კონკურსი გახლდათ. რაც შეეხება ქულებს, რომელიც სააგენტოებმა ამ ნამუშევრებისთვის მიიღეს: