in

ACAG პრინტ კონკურსს ატარებს თემაზე: “შენი ხმა მნიშვნელოვანია”

საქართველოს სარეკლამო სააგენტოების ასოციაცია ACAG, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის მხარდაჭერით, პრინტ კონკურსს ატარებს. კონკურსის ფარგლებში, ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა უნდა შექმნან პრინტ ნამუშევრები, რაც უპასუხებს შემდეგ პრობლემას:

ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას 2020 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობა წარმოადგენს. მოქალაქეების დიდ ნაწილისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას პოლიტიკური პროცესებისადმი უნდობლობა და ცვლილებებისადმი რწმენის ნაკლებობა წარმოადგენს. მათ შორის არიან ახალგაზრდებიც, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პასიურ ელექტორალურ ჯგუფს წარმოადგენენ.

პრინტ კამპანიის მთავარი გზავნილია: წადი არჩევნებზე, შენი ხმა მნიშვნელოვანია. კამპანიამ, გარდა ახალგაზრდა მოქალაქეების არჩევნებზე წასვლის წახალისებისა, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია აქტიურ მოქალაქეობასა და არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ.

კამპანიის მნიშვნელობასა და მის დანიშნულებაზე, CDD-ს აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ჩაჩავა გვესაუბრა:

M: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც პრინტ კამპანიამ უნდა გაავრცელოს საზოგადოებაში?

ქეთევან ჩაჩავა

პრინტ კამპანიის მთავარი მიზანი თითოეული ამომრჩევლის, თითოეული ხმის მნიშვნელობაზე ხაზგასმაა. კონკურსში მონაწილე სააგენტოებს საკმაოდ საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ, მისცენ მოტივაცია ახალგაზრდებს, წავიდნენ არჩვნებზე, მიიღონ მონაწილეობა პროცესში, რომელიც განსაზღვრავს, თუ როგორ სახელმწიფოში ვიცხოვრებთ მომავალში. სწორედ, ეს არის მთავარი არის გზავნილი, რომელიც გვინდა რომ საზოგადოებამდე კიდევ ერთხელ მივიტანოთ.

M: რატომაა ეს გზავნილი მნიშვნელოვანი?

ჩვენ გვჯერა, რომ არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია, შესაბამისად, არჩევნების და კონკრეტულად, წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობის საზოგადოების ყველა წევრამდე მიტანა აუცილებელია. მით უფრო, როცა წლევანდელი არჩევნები, ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვნი ცვლილებების გამო, განსხვავებული ფორმატით ტარდება და იძლევა განსხვავებულ შესაძლებლობებს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია პანდემიაც. მაშინ, როცა ადამიანები კომუნიკაციისა და ინფორმაციის მისაღებად, ყველაზე ხშირად, ციფრული სამყაროს იყენებენ, პრინტ კამპანია იდეალურ გადაწყვეტად მიგვაჩნია.

ძალიან გვახარებს კრეატიული სააგენტოების ასეთი მაღალი ინტერესი ხმის მიცემისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის წახალისების მიმართ. მოუთმენლად ველით შედეგებს – თუ რა გზავნილები ექნებათ მათ ახალგაზრდებისთვის. აქვე, ნუ დაგვავიწყდება – 31 ოქტომბერს ყველა ხმა მნიშვნელოვანია. გელით არჩევნებზე.

სარაჯიშვილი 1884 წლიდან! – ის, რაც ყოველთვის აქტუალურია

გეიმინგის ახალი საფეხური? – VR სათვალის, 360 გრადუსიანი სარბენი ბილიკისა და ჟილეტის კომბინაცია