საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. კონკურსი საქართველოში „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კანონი 2014 წლიდან მოქმედებს. ამის მიუხედავად, ხშირად ირღვევა კანონით გათვალისწინებული ეს უფლება საქართველოში არსებული დამსაქმებლების მხრიდან. დისკრიმინაცია ვლინდება როგორც კადრების შერჩევისას, ისე ანაზღაურების მოცულობასა თუ დამსაქმებლის სტერეოტიპულ დამოკიდებულებაში.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ კანონი დამსაქმებლებზეც ვრცელდება, თუმცა ამის შესახებ საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფორმაციას არ ფლობს. კონკურსის ფარგლებში, ACAG-ის წევრ სააგენტოებს უნდა შეექმნათ პრინტ ნამუშევრები, რითაც პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყობდნენ ხელს და დახმარებისთვის დახმარებისთვის კი შეუძლიათ დარეკონ ორგანიზაციასთან „კოალიცია თანასწორობისათვის“ დააკავშირებდნენ. კონკურსის შედეგები ცნობილია. პირველი ადგილის მფლობელი გახდა სააგენტო Maverik – 148 ქულით, მეორე ადგილი Leavingstone-მა მოიპოვა – 116 ქულით, მესამე ადგილზე FCB Artgroup Tbilisi გავიდა – 115 ქულით.
საერთო ჯამში, შეფასებები ასეთია:
დიახ, ვიცით, რომ ნამუშევრების დათვალიერება გსურთ, ამიტომ მოგვყევით:
Maverik
Leavingstone
FCB Artgroup Tbilisi
Mozaika
McCann Tbilisi
Ogilvy Georgia
meta agency
DDB Betterfly
watergunz
Aliens
Quick
Elliot