in

ნახეთ, ACAG-ის სააგენტოების ნამუშევრები უსაფრთხო სათამაშოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით

სათამაშო ბავშვის ყოველდღიურობის ის მნიშვნელოვანი ნივთია, რომელთანაც მას ყველაზე მეტად მოსწონს კონტაქტი. სამწუხაროდ, ბაზარზე არჩევანის სიმრავლის მიუხედავად, სათამაშოების უსაფრთხოება ყოველთვის არ არის დაცული. მიუხედავად მშობლების სურვილისა, შეიძინონ საუკეთესო თავიანთი შვილებისთვის, არჩევანს ხშირად სათამაშოს ვიზუალსა და ფასზე დაყრდნობით აკეთებენ. რეალურად კი, ბაზარზე არსებული არაუსაფრთხო სათამაშოები ისეთ სერიოზულ რისკებს შეიცავს, როგორიცაა ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლა, აალებადობა ან მცირე დეტალების გადაყლაპვის საფრთხე. სწორედ ამ თემაზე შექმნეს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG სააგენტოებმა ნამუშევრები, პრინტ კონკურსის ფარგლებში. კონკურსის მთავარი ინსაითი მშობლების ქცევასა და ინფორმირებულობის ნაკლებობას ეხებოდა. საკონკურსო დავალება მიზნად ისახავდა ისეთი ვიზუალური კამპანიის შექმნას, რომელიც მშობლებს უბიძგებს შეძენამდე გადაამოწმონ, აკმაყოფილებს თუ არა სათამაშო ევროკავშირის უსაფრთხოების სტანდარტებს და ამით დაიცვან საკუთარი შვილები უხარისხო ან ტოქსიკური პროდუქტისგან.

სააგენტოების დავალება იყო შექმნათ მკაფიო ვიზუალური მეტაფორა, რომელიც ტექნიკური ტერმინების გარეშე, პოზიტიური ტონით აუხსნიდა მომხმარებელს, რატომ არის აუცილებელი შეფუთვაზე შესაბამისი მარკირების შემოწმება.

კონკურსი დასრულდა და უკვე ცნობილია რჩეული ნამუშევრებიც. მოპოვებული ქულები ACAG-ის სააგენტოების წლიურ რეიტინგში აისახება.

პირველი ადგილი Redberry-ს ერგო, მეორე – FCB Artgroup Tbilisi-მა მოიპოვა, მესამე ადგილი კი Betterfly-მ დაიკავა.

დამკვეთის რჩეული FCB Artgroup Tbilisi-ის ნამუშევარი გახდა.

გაგაცნობთ მონაწილე სააგენტოების სრულ რეიტინგს.

აქვე, შეგიძლიათ დაათვალიეროთ ყველა ნამუშევარი და სურვილის შემთხვევაში, მაღალი რეზოლუციით ამ ბმულიდან გადმოწეროთ.

Redberry

FCB Artgoup Tbilisi

Betterfly

Simple Steps

Quick

Kraken

Clipart

Saatchi&Saatchi Tbilisi

Mccann Tbilisi

Windfor’s Tbilisi

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

ფიქსირებული ნარჩენი ღირებულება ელექტრომობილებზე – „პორშე ცენტრი თბილისი“ ბაზრის წესებს ცვლის