24
Oct
2019

ACAG ქალთა სექსუალური შევიწროვების თემაზე კონკურსს ატარებს

24 Oct 2019

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG), UN Women Georgia-სთან ერთად, მორიგ პრინტ კონკურსს ატარებს. მთავარი თემაა „ქალთა სექსუალური შევიწროება“.

 

ნამუშევრებს, ასოციაციის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, ალტერნატიული, დამოუკიდებელი ჟიურიც ეყოლება. კონკურსში ACAG-ის წევრი სააგენტოები მონაწილეობენ. მათ მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, შედეგები კი ნოემბერში გახდება ცნობილი.

„ეს ასოციაციის პირველი კონკურსია 2020 წლის სარეიტინგო მარათონში და სწორედ აქ შეძლებენ სააგენტოები დიზაინ კატეგორიაში პირველი ქულების მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის კონკურს სარეიტინგო კოეფიციენტი 1.0-დან 1.5-მდე გაეზარდა“.

განხილვა