13
Jul
2019

დაგეგმეთ დასვენება საქართველოში! – ACAG-ის PRINT კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია!

13 Jul 2019

საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG მორიგ პრინტ კონკურსს გაუწია ორგანიზება და თემატიკა საქართველოში შიდა ტურიზმის გააქტიურებას მიუძღვნა. დავალების მიხედვით, ACAG-ის წევრ სააგენტოებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო გზავნილის მატარებელი პოსტერი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა და მოანდომებდა, დასვენების დაგეგმვაში საქართველოს კურორტების მოაზრებას. კამპანიას კონკრეტული და ოფიციალური საკომუნიკაციო გზავნილი არ ჰქონდა, ის თავად უნდა შეემუშავებინა კონკურსის მონაწილე სააგენტოს.

ტრადიციულად, ნამუშევრები კონკურსის მონაწილე სააგენტოებმა და დამოუკიდებელმა ჟიურიმ შეაფასეს.

კონკურსში მონაწილეობა 14-მა სააგენტომ მიიღო:

ABK, Windfor’s, Elliot, Kraken, Gepra, BRID, Leavingstone, Betterfly, JWT Metro, HOLMES&WATSON, Watergunz, Redberry, SAATCHI&SAATCHI, MR.Wolf და სააგენტოების გადაწყვეტილებით, პირველი სამი ადგილი ასე გადანაწილდა:

  1. BRID
  2. ABK
  3. WINDFOR’S

რაც შეეხება დამოუკიდებელი ჟიურის შეფასებას: ყველაზე მაღალი ქულები, ამ შემთხვევაშიც, Brid-მა დაიმსახურა, მე-2 და მე-3 ადგილები კი, HOLMES&WATSON-სა და Mr.Wolf-ს შორის გადანაწილდა.

ვინ აფასებდა:

როგორ განაწილდა ქულები:


კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები (P.S ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციასა და ადამიანს პოსტერების საბეჭდი ფაილი უფასოდ გადაეცემა – გადმოსაწერი ბმული):

BRID

ABK


WINDFOR’S

Betterfly

KRAKEN

ELLIOT

JWT Metro

GEPRA

Leavingstone

WATERGUNZ

Redberry

Saatchi&Saatchi 

Mr. Wolf

HOLMES&WATSON

კონკურსის ჩატარების ინსპირაცია 21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მიმართულებით საჰაერო ფრენების აკრძალვა გახდა. ახალი გარემოება გარკვეულ ნეგატიურ გავლენას იქონიებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიასა და მასში დასაქმებულ ადამიანებზე. გამოწვევის საპასუხოდ კი, ქვეყანა გეგმავს, კომუნიკაცია საერთაშორისო და მეზობელ ბაზრებზე გაააქტიუროს. თუმცა, მანამდე, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იქნება, თუ ჩვენი ქვეყნის უფრო მეტი მოქალაქე დაისვენებს საქართველოს კურორტებზე.

განხილვა