15
Apr
2019

ACAG-ის სტუდენტურ კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო

15 Apr 2019

საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG) სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის კონკურსს აცხადებს. ორგანიზატორების თქმით, მონაწილეები დავალებებს „ონლაინ“ მიიღებენ. შესაბამისად, ნებისმიერი, მათთვის სასურველი ლოკაციიდან შეძლებენ მუშაობას.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენაში.

სტუდენტები ერთმანეთს ორი მიმართულებით შეეჯიბრებიან:

  • ერთწუთიანი ვიდეორგილის გადაღება
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 21 აპრილის ჩათვლით უნდა გაიარონ, დავალებას კი 22 აპრილს მიიღებენ. ნამუშევრებს ACAG-ის წევრი სააგენტოების წარმომადგენლები შეაფასებენ.

განხილვა