საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) სტუდენტური კონკურსის შეფასება დასრულდა. ვიდეოსა და IMC (ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია)-ის კატეგორიაში ფინალისტი გუნდები ცნობილია. წარდგენილი 45 ნამუშევრიდან ჟიურიმ, „შორტლისტისთვის“, ვიდეოს კატეგორიიდან 10, IMC-დან კი 7 შეარჩია.
ვიდეორგოლის კატეგორია – ფინალისტები:
- ქეთი მარღანია, ანანო ჭელიძე – GIPA
- ანა როსტომაშვილი, ანა კილაძე – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- გია ტყემალაძე, სანდრო ალექსიძე – GIPA
- გიორგი ფაიქრიძე, ლუკა გორგოძე – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- გიორგი ძებისაშვილი, თეიმურაზ ადეიშვილი – „ილიაუნი“
- ლაშა კოტორაშვილი, რეზო კუკავა – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- ლაშა შათირიშვილი, ნუგი ბაკარიშვილი – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- ნიკა ბექაური, ანი ბიტმარდი – GAU
- ქეთა ჩიღვინაძე, თინა დონაძე – BTU
- ჯემკა გასანოვი, გიორგი ფოფხაძე GIPA
IMC-ის კატეგორია – ფინალისტები:
- გიორგი უგრეხელიძე, თემურ აბესაძე – „ილიაუნი“
- გიორგი ხარძიანი, სალომე კეჟერაშვილი – GIPA
- ლალუ ჯიქიძე, დავით ვახვახიშვილი – „საქართველოს უნივერსიტეტი“
- ლაშა კოტორაშვილი, რეზო კუკავა – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- მარიკა ხანთაზე, თამარ გამყრელიძე – „თავისუფალი უნივერსიტეტი“
- ნინა ფირცხალავა, არჩილ სვანიძე – „საქართველოს უნივერსიტეტი“
- სალომე წიქვაძე, თამაზ ჭიოკაძე – „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი“
„მარკეტერის“ მკითხველს საშუალება აქვს, პირველმა ნახოს კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი: 27 ვიდეორგოლი და 18 IMC პროექტი.
ACAG-ის სტუდენტური კონკურსი 2019 წლის აპრილში გამოცხადდა და გუნდები საქართველოს 18 უნივერსიტეტიდან დარეგისტრირდნენ. ვიდეოს კატეგორიაში, კონკურსანტებს, უნდა შეექმნათ 1 წუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც მოუწოდებდა ახალგაზრდებს, რომ უკანა სავარძელზე ჯდომისას აუცილებლად ღვედის შეკვრა (დავალება სრულად). IMC კატეგორიისთვის კი უნდა მოეფიქრებინათ კამპანია, რომელიც დამსაქმებელს შშმ პირების დასაქმებისაკენ მოუწოდებდა (დავალება სრულად).
ACAG-ის სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებს 20 მაისს, დაჯილდოების ცერემონიაზე დაასახელებენ.