30
Nov
2019

ACAG-ის პრინტ კამპანია, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად!

30 Nov 2019

9 ნოემბერს დილით 10 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილი, ცნობილი ქართველი ექიმი, ორთოპედ ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი სახლიდან გავიდა და დაიბარა, რომ პაციენტი უნდა მოენახულებინა კასპში. მას მთელი საქართველოს მასშტაბით ჰყავდა პაციენტები და როდესაც ისინი ვერ ახერხებდნენ ჩამოსვლას, თვითონ ვაჟა გაფრინდაშვილი ჩადიოდა მათ სანახავად, ამიტომ ოჯახისთვის ეს უცხო არ ყოფილა. უკვე სამი კვირაა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ცხინვალის ციხეში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. ექიმი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილმა საზღვარი არ აღიარა, რაც მისი თავისუფლების გარანტი გახდებოდა და სწორედ ამის გამო აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ექიმის გათავისუფლების საქმეში ჩართულია ყველა როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო სტრუქტურები. მიუხედავად დაპირებისა, ვაჟა გაფრინდაშვილი ჯერ კიდევ ტყვეობაში რჩება. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ ACAG, ექიმის მხარდასაჭერად, პრინტ კამპანია წამოიწყო. კამპანიის მიზანია, გაზარდოს ცნობადობა ვაჟა გაფრინდაშვილის ამბის გარშემო. ინიციატივას შეუერთდნენ ქართული საკომუნიკაციო სააგენტოები, მთავარი გზავნილით: “თავისუფლება ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს”.

4 MEDIA

AdvertWise

BRID

Elliot

Elliot

Elliot

Kraken

Leavingstone

Saatchi & Saatchi

Saatchi & Saatchi

Saatchi & Saatchi

განხილვა