14
Jun
2019

ACAG-ის წევრები ტურიზმის წარმომადგენლებს შეხვდნენ

14 Jun 2019

13 ივნისს, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) წევრებს შეხვდნენ და ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც სამომავლო პროექტების დაგეგმვაში მიიღებს მონაწილეობას.

ანა კეკელია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი: ტურიზმის ადმინისტრაცია, წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ მარკეტინგულ ღონისძიებას გეგმავს და ახორციელებს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ შეხვედრის მიზანს, ძალიან მნიშვნელოვან პროცესებში, მეტი ადგილობრივი პროფესიონალის ჩართვა წარმოადგენდა. გვინდა, რომ „აცაგის“ წევრი სააგენტოს წარმომადგენლების კომპეტენცია და გამოცდილება სწორად გამოვიყენოთ და ჩვენმა ქვეყანამ, მათი ინტელექტუალური რესურსის დახმარებით, სხვადასხვა კამპანიის საშუალებით, სწორი კომუნიკაცია დაამყაროს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო აუდიტორიასთან.

გარდა ჩვენი პროექტებისა, საინტერესო იქნება, სააგენტოების მხრიდან, სხვადასხვა ინიციატივის, ახალი იდეების მოსმენა. ჩვენ სიახლეებისთვის, აბსოლუტურად, გახსნილები ვართ. მგონია, რომ შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებთან ჩვენი მეგობრობა ქვეყნის მარკეტინგს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, – აცხადებს ანა კეკელია. საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის შემდეგი შეხვედრის თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება ურთიერთობის ფორმასა და თანამშრომლობის დეტალებს, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

განხილვა