21
Nov
2016

ACAG-მა „ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ და სარეიტინგო სისტემა წარადგინა

21 Nov 2016

20 ნოემბერს “საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ” (ACAG) საინფორმაციო პრეზენტაცია ჩაატარა. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სარეკლამო სააგენტოების, ასევე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებიც. პრეზენტაციაზე განიხილული ორი ძირითადი საკითხი იყო: ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი და სააგენტოების სარეიტინგო სისტემა.

15109555_1153570681405268_6133616461756182252_n

„ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი N1“ ხელმომწერ საკომუნიკაციო სააგენტოებს შორის შეთანხმებაა და უსაფრთხოების გადასახადის შემოღებას გულისხმობს. სააგენტოები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს წინასწარ მოსთხოვონ უსაფრთხოების გადასახადი, რათა არ დაიკარგოს მათ მიერ გაწეული შრომა.

უსაფრთხოების გადასახადის შემოღებით, მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოები დაცულები იქნებიან არაკეთილსინდისიერი დამკვეთისგან. მეორე მხრივ, დამკვეთიც უფრო ყურადღებით მოეკიდება პროცესს და უფრო დაკვირვებით შეარჩევს მისი პროექტისთვის შესაფერ სააგენტოსა და სასურველ პროექტს. ACAG-ის ერთი-ერთი დამფუძნებლის, აკო ახალაიას თქმით და ასევე, სააგენტოების წარმომადგენლების აზრითაც, ამგვარი ურთიერთობის ფონზე ყველა უფრო ჩართული და მოწადინებული იქნება საერთო შედეგის მისაღებად.

მემორანდუმის ირგვლივ 11 სააგენტო გაერთიანდა:

  • Windfor’s
  • JWT Metro
  • HOLMES&WATSON
  • Switch Communications
  • ABK
  • Leavingstone
  • Bettrefly
  • Saatchi & Saatchi
  • branding.ge
  • Live Branding
  • W-forte
15107410_1153572844738385_6924081828312617374_n

ანა კოშაძე

„უნიქარდის“  საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ანა კოშაძე ამ ინიციატივას დადებითად მიიჩნევს და გვიმხელს, რომ მათაც გამოუყენებიათ უფასოდ სააგენტოების შრომა: -„სამწუხაროდ, ჩვენც გამოგვიყენებია დაუკითხავად სააგენტოების რესურსი, როცა გამოგვიცხადებია ტენდერი და აგვირჩევია მხოლოდ ერთი. ძალიან კარგი იქნება, თუ ანაზღაურდება მათ მიერ გაწეული შრომა, დახარჯული დრო და იდეები. ეს კარგი იქნება დამკვეთებისთვისაც, რადგან კონკურენციის ფონზე გაიზრდება ხარისხიც.“

 

პრეზენტაციაზე განხილული მეორე საკითხი სარეიტინგო სისტემის შემოღებას ეხებოდა. ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა დაამტკიცეს ის საერთაშორისო ფესტივალები, რომელთა მიმართაც მათ აქვთ ნდობა და ამ ფესტივალებზე მიღებულ შედეგებს აღიარებს ყველა სააგენტო.

რეიტინგების სისტემაში ქულების დაგროვება საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების მიხედვით ხდება: საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის კოეფიციენტი მრავლდება მოპოვებული ჯილდოს ქულაზე და მიღებული შედეგები ეტაპობრივად ჯამდება საფესტივალო სეზონის მანძილზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას სააგენტო და რაც უფრო მეტი ჯილდოს მფლობელი გახდება ის, მით უფრო მაღალ ადგილს დაიკავებს შეფასების სარეიტინგო სისტემაში, ხოლო წლის ბოლოს გამოვლიდება წლის ყველაზე კრეატიული სარეკლამო სააგენტო და წლის ქართული დიზაინ სააგენტო.

კალენდარი

საკომუნიკაციო სააგენტოები საფესტივალო კატეგორიების მიხედვით.

კატეგორია – სარეკლამო სააგენტო:

  • Leavingstone
  • WINDFOR’s
  • Redberry
  • Bettrefly
  • ABK
  • Switch Communication
  • HOLMES&WATSON
  • JWT Metro
  • Saatchi & Saatchi

კატეგორია – დიზაინ სტუდია:

  • WINDFOR’s JWT Metro
  • HOLMES&WATSON
  • ABK
  • Leavingstone
  • Bettrefly
  • Live
  • Saatchi & Saatchi
  • Branding.ge
15181335_1153570791405257_8264114793946952413_n

ლაშა მონასელიძე

ACAG-ის მარკეტინგის მენეჯერი, ლაშა მონასელიძე: -„ჩვენი ასოციაციის მიზნებიდან და უცხოური პრაქტიკიდან გამომდინარე, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკომუნიკაციო ბაზრის განვითარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა რეიტინგების სისტემის არსებობაა. ამ მიმართულებით მუშაობა  რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ჩვენს უცხოურ პარტნიორებთან აქტიური მოლაპარაკებების შემდეგ, 1 ნოემებრიდან, უკვე ოფიციალურად შევიდა ძალაში რეიტინგების სისტემა, რომელშიც თითქმის ყველა წამყვანი საკომუნიკაციო სააგენტოა ჩართული.

ვფიქრობთ, სარეიტინგო სისტემა ბაზარზე შემოიტანს ობიექტურ კრიტერიუმს, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ, დამკვეთს გაუადვილებს ბაზარზე არსებული რეალური სურათის დანახვას და მეორეს მხრივ, სააგენტოები შეძლებენ ობიექტურად შეაფასონ მათი მიღწევები და შეადარონ ბაზარზე არსებულ სიტუაციას.“

 

 

15094366_1153572138071789_4509671739366495512_n

ქეთევან ბოჭორიშვილი

ACAG-ის პრეზენტაციას ესწყებოდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქეთევან ბოჭორიშვილი,  რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული საკომუნიკაციო კომპანიები ბოლო ათწლეულში საგრძნობლად განვითარდნენ და მათი პოტენციალი გაცილებით უფრო დიდია: – „მნიშნელოვანია, მოხდეს ნიჭის კომერციალიზაცია და ინტერნაციონალიზაცია და შემოქმედებითი მეწარმოების კუთხით საზღვარგარეთაც გავიდეთ. ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტროს ძალიან ამბიციური გეგმა აქვს,- ჩვენ გვინდა საქართველო გადავაქციოთ აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ მოედნად, სადაც შესაძლებელი იქნება როგორც ფილმების, ასევე ტელეგადაცემების, სარეკლამო და მუსიკალური კლიპების გადაღებაც. ამით ჩენ შევძლებთ, მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო პროექტი.

მივესალმები ასოციაციის შექმნის იდეას  და იმას, რომ ყველა კომპანიის ჩართულობით, ორგანიზებულად იგეგმება ეს ღონისძიებები. ჩვენ მათთან ერთად ვითანამშრომლებთ რომ გავწეროთ გეგმები, დავგეგმოთ თითოეული ღონისძიება და თითოეული პროექტი. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია, რადგან აქ წარმოჩინდება ჩენი ნიჭი და ასე შეგვიძლია ჩვენი პროექტების საზღვარგარეთ გატანა.“

15094900_1153571331405203_6864244301005056552_n 15109338_1153570508071952_7057425923031969832_n15094445_1153571064738563_8447353793752848989_n 15037279_1153570918071911_6488513298252714685_n

განხილვა