in

დავასრულოთ პანდემია! – ACAG-ის პოსტერების კონკურსის შედეგები

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) მორიგი პრინტ კონკურსი დასრულდა. ბრიფის მიხედვით, მონაწილე სააგენტოებს უნდა შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომლებიც მოუწოდებს სკეპტიკურად განწყობილ მოქალაქეებს, დროულად დაგეგმონ და ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა. კონკურსი „ევექსი კლინიკების“ მხარდაჭერით ჩატარდა.

დღესდღეობით მიიჩნევა, რომ თითქმის, 2-წლიანი პანდემიის დასასრულებლად ყველაზე ეფექტური იარაღი მოსახლეობის მაქსიმალური ვაქცინაციაა. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები, რომელიც საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილია, აცრას არ გამორიცხავენ, თუმცა რაღაც „უფრო სანდოს“ ელოდებიან, ხშირად იცვლიან აზრს და ვაქცინაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ. სწორედ მათი დარწმუნება იყო ამ პრინტ კონკურსის მიზანი.

გამარჯვებული ნამუშევრები ACAG-ის წევრმა სააგენტოებმა გამოავლინეს. სარეიტინგო ქულები ასე გადანაწილდა: I ადგილი – WINDFOR’S (22.5 ქულა), II ადგილი – 4MEDIA (10.5 ქულა), III ადგილი – Inflow (4.5 ქულა).

WINDFOR’S – I ადგილი
4MEDIA – II ადგილი
Inflow – III ადგილი

კონკურსში 12 სააგენტო მონაწილეობდა. აქვე წარმოგიდგენთ დანარჩენ ნამუშევრებს:

Saatchi & Saatchi Tbilisi
Kraken
meta agency
McCann Tbilisi
BRID
Ogilvy Georgia
Leavingstone
Quick
JWT METRO

რაც შეეხება ქულებს, რომელიც სააგენტოებმა ამ კონკურსში მიიღეს:

აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გადმოწეროს და გაავრცელოს ეს ნამუშევრები, რითაც საკუთარ წვლილს შეიტანს ამ კამპანიის მთავარი გზავნილის გავრცელებაში.

„აჭარაბეთ არენა“ უკვე ბათუმის ახალი სტადიონის ოფიციალური სახელწოდებაა

მხატვრული ტანვარჯიში ოლიმპიადაზე