13
Feb
2020

ACAG-ის ვიდეოკონკურსის შედეგები ცნობილია! 

13 Feb 2020

ACAG-ის ვიდეოკონკურსი დასრულდა და შედეგები უკვე ცნობილია. I ადგილზე McCann Tbilisi გავიდა. II ადგილი Kraken-მა, III ადგილი კი Leavingstone-მა დაიკავა. სააგენტოების დავალება ასეთი იყო – სამიზნე აუდიტორიას, სურვილი უნდა გაუჩნდეს, „საქველმოქმედო ბიუჯეტის“ ნაწილით, პალიატიურ პაციენტებს [ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებულ ჰოსპისს] დაეხმარონ – სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში, უკურნებელი სენით დაავადებულ, შეჭირვებულთა 90%, გარდაცვალებამდე, პალიატიურ მზრუნველობას ვერ იღებს.

 

(McCann Tbilisi – I ადგილი)

დავალების მიხედვით, ვიდეო უნდა ყოფილიყო, მაქსიმუმ, 1 წუთიანი. კონკურსანტებს მისი გადაღება ნებისმიერი მოდელის ტელეფონით შეეძლოთ.

(Kraken – II ადგილი)

ნამუშევრები თავად კონკურსში მონაწილე სააგენტოებმა შეაფასეს.

(Leavingstone – III ადგილი)

ვიდეოკონკურსის შედეგები ACAG-ის საერთო რეიტინგებზეც აისახა –  McCann Tbilisi-მა, დამატებით, 30, Kraken-მა 14, Leavingstone-მა 6 ქულა მიიღო.

განხილვა