საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის (ACAG) პრინტ კონკურსის შედეგები ცნობილია. კონკურსის მთავარი თემა იყო ქალის შესაძლებლობებზე ხაზგასმა, რომ მას ნებისმიერ საქმიანობაში შეუძლია წარმატების მიღწევა. კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) და კომპანია Ukiyo-ს ინიციატივით ჩატარდა. მონაწილეთა მიზანი იყო, შეექმნათ საკომუნიკაციო მესიჯის მატარებელი პოსტერები, რომლებიც გადმოსცემდა სპეციალური კამპანიის მთავარ არსს, რომ ქალს შეუძლია წარმატებული იყოს ნებისმიერ საქმიანობაში.
კამპანია, რომლისთვისაც კონკურსის მონაწილე ACAG-ის სააგენტოებმა შექმნეს ნამუშევრები, 2021 წლის 8 მარტს დაიწყო და 8 აპრილამდე გრძელდება. მისი მიზანია, ქალების როლის წარმოჩენა საზოგადოებაში ადგილობრივ და ქვეყნის დონეზე ცვლილებების განსახორციელებლად. ასევე, ემსახურება ახალგაზრდა ქალების შთაგონებას და მათი ჩართულობის გაზრდას საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. კამპანიის მთავარი ჰეშთეგია: #დაამსხვრიესტერეოტიპები (#smashingstrereotypes).
ნამუშევრებს აფასებდნენ როგორც საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG წევრები, ასევე, მოწვეული ჟიური, შემდეგი შემადგენლობით:
ანი ცაბაძე – ჟურნალ „National Geographic საქართველოს“ გამომცემელი/დირექტორი.
ნინო ეგაძე – TBC-ს მარკეტინგის დირექტორი.
ნინო მგელაძე – ბრიტანული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
მაშო მარგიშვილი – დიზაინერი.
ალექს ჩიღვინაძე – მწერალი, დრამატურგი.
ბაჩა ხოფერია (DR Love) – Fabrikaffiti, სთრით არტისტი.
ნათია სართანია – CES-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
ლიკა მეზვრიშვილი – UKIYO-ს თანადამფუძნებელი, USAID-ის კამპანიის #SmashingStereotypes განმახორციელებელი.
მირიან ჯუღელი – პროექტის “კაცები ზრუნავენ” ავტორი.
ნესტან კვინიკაძე – ჟურნალისტი, მწერალი.
თიკო ბერძენიშვილი – EBU gender equalty steering group-ის ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი.
ნინო ოძელაშვილი – სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი სამბოში.
თინათინ რუხაძე – ACT, Growin, Women for Tomorrow.
ეკა ბაბუნაშვილი – ქოუჩი, ICF.
ნინი ჩიქოვანი – SOLO.
ეკა ქადაგიშვილი – ჟურნალისტი.
ეთერ ლიპარტელიანი – სპორტსმენი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში.
ქეთი ხატიაშვილი – სპორტსმენი, ტანმოვარჯიშე.
გამარჯვებულები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ACAG-ის ჟიურის მოწონება და I-ლი ადგილი Kraken-ის პრინტმა დაიმსახურა.
II ადგილი 4MEDIA-მ
III კი – JWT Metro-მ მოიპოვა.
მოწვეული ჟიურის შეფასებით, I ადგილი JWT Mero-მ მოიპოვა
II ადგილის მფლობელი META Agency გახდა
III კი – FCB Artgroup Tbilisi-მა მიიღო
გამარჯვებული პოსტერი განთავსდება ციფრული წიგნის ყდაზე, რომელიც კამპანიის ფარგლებში გამოიცემა და 25 წარმატებული ქართველი ქალის ამბავს გააერთიანებს. გამარჯვებულ ვიზუალზე დაყრდნობით შეიქმნება სთრით არტი თბილისის, ბათუმის
ან ქუთაისის ერთ-ერთ კედელზე. ნამუშევრის პოპულარიზაცია მოხდება USAID Georgia-ს სოციალურ მედიაში, თბილისის ქუჩებში, marketer.ge-სა და სხვა მედია საშუალებებში.