25 მარტს მსოფლიო დედამიწის საათს აღნიშნავს. ესაა ყოველწლიური მოვლენა, რომელსაც მსოფლიოს 193 ქვეყანა უერთდება. ამ დღეს, ადამიანები 1 საათით თიშავენ ელექტროენერგიას და ამით საკუთარ თავსა და სხვებს პლანეტაზე ზრუნვის აუცილებლობას ახსენებენ. დედამიწის საათთან დაკავშირებით, ცნობერების ასამაღლებლად, საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG), WWF Georgia-სთან ერთად, პრინტ-კონკურსი ჩაატარა.
ნამუშევრების შეფასება დასრულდა და გამარჯვებულები ცნობილია.
მონაწილეებს უნდა შეექმნათ პრინტი, რომელიც ადამიანებს დედამიწის საათის აქტივობაში ჩართვისკენ უბიძგებდა და ამ დღის მნიშვნელობაზე დააფიქრებდა.
კონკურსში ACAG-ის წევრი სააგენტოები მონაწილეობდნენ. გაგაცნობთ, გამარჯვებულ სამეულს: I ადგილი Saatchi&Saatchi Tbilisi, II ადგილი McCann Tbilisi, III ადგილი SWEEFT Digital.
კონკურსის შედეგები ACAG-ის ყოველწლიურ სარეიტინგო სისტემაშიც აისახა. შეგახსენებთ, რომ ACAG ყოველწლიურად აფასებს სააგენტოებს, სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონკურსში მონაწილეობის შედეგად ანიჭებს ქულებს, შემდეგ კი, წლის შემოქმედებით სააგენტოსა და დიზაინ-სტუდიას გამოავლენს.
აქვე, გაგაცნობთ შედეგებს სრულად:
თვალი გადავავლოთ კონკურსის მონაწილე სააგენტოების ნამუშევრებს.
Saatchi & Saatchi Tbilisi
McCann Tbilisi
SWEEFT Digital
Mozaika
Redberry
Kraken
Maverik
ABK
Windfor’s
Leavingstone
FCB Artgroup Tbilisi
Betterfly
watergunz
Quick
Looper Agency
Meta Agency
Clipart