in

ACAG x Windfor’s Workshops სტიპენდიატ სტუდენტებს არასტანდარტული გზით აარჩევენ

Windfor’s Workshops კრეატიული სახელოსნოების მოდულები სტუდენტებს თვითგანვითარების, თვითგანათლების, თანა-შექმნის სივრცეს უზიარებს. პროგრამა შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებული, 18-30 წლის ახალგაზრდებისთვისაა და მიზნად მათთვის პროფესიული ცოდნის გადაცემასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში დახმარებას ისახავს. მათ შორის კი, რეალურ ბრიფებზე მუშაობას.

ამჯერად, მიღება დაიწყო Windfor’s Workshops-ის ახალ მოდულზე, კრეატიული კამპანიის სახელოსნოში, რომელიც მოიცავს სტრატეგიის, კრეატივის, ქოფირაითინგის, Art Direction-ის, AI Solutions სახელოსნოებსა და მასტერკლასებს.

დაინტერესებულ სტუდენტებს კი, ACAG-ის 100%, 60% ან 40%-იანი სტიპენდიის მიღება შეუძლიათ.

სტიპენდიის მისაღებად, მსურველებმა მხოლოდ ერთადერთი პირობა უნდა შეასრულონ:

გააგზავნონ Windfor’s Workshops-თან საკუთარი არასტანდარტული ფორმატის CV  – ნებისმიერი სახით, ნებისმიერ მედიუმში, ნებისმიერი გზით. არ არსებობს არანაირი შეზღუდვა – გარდა ჩვეულებრივი CV-სა.

გამარჯვებული კი იმის მიხედვით შეირჩევა, თუ რამდენად კრეატიული, განსხვავებული და საინტერესო იქნება მის მიერ გამოგზავნილი CV-ის ფორმატი და მედიუმი.

კრეატიულ CV-ს შეაფასებენ ACAG-ის წევრი სააგენტოები. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა გადადგან პირველი კარიერული ნაბიჯები და სტაჟირება ამავე სააგენტოებში გაიარონ.

არასტანდარტული CV-ის გამოგზავნა მსურველებს შეეძლებათ ნებისმიერი სახით:

ციფრულად: მიჰყევით ამ ბმულს
ფიზიკურად: მერაბ კოსტავას 14 (სტამბა), Windfor’s Workshops

ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა: 12 თებერვალი, 23:59

პროგრამის დაწყების თარიღი:  16 თებერვალი

[პარტნიორის კონტენტი]

რეკორდული მაჩვენებლები და ინოვაციური მიდგომები მომსახურებაში – „თეგეტას“ სატვირთო, მძიმე და სპეცტექნიკის მიმართულება გასულ წელს აჯამებს

„გაყიდვები ადამიანების სამყაროში მოგზაურობაა“ – თაკო ფხალაძე, „ბაუმერის“ გაყიდვების მენეჯერი