in

როგორ შეიცვალა ACAG-ის რეიტინგი Young Lions Georgia 2023-ის შემდეგ

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულებიც ცნობილია. 4 კატეგორიის ბრიფს 200-ზე მეტი გუნდი შეეჭიდა და ჟიურის რჩეულ ნამუშევრებსაც გავეცანით. კონკურსში გამარჯვებულმა გუნდებმა, სასახელო შედეგების გარდა, თავიანთ სააგენტოებს დამატებითი ქულებიც მოუტანეს საქართველოს სარეკლამო სააგენტოების ასოციაცია ACAG-ის რეიტინგში. მოგეხსენებათ, ACAG ყოველწლიურად აწარმოებს საკომუნიკაციო სააგენტოების სარეიტინგო სისტემას, სადაც შემოქმედებითი აქტივობები ქულებით ფასდება. შემოქმედებითი წლის დასასრულს კი, ასოციაცია წლის კრეატიულ სააგენტოსა და წლის დიზაინ სტუდიას გამოავლენს. ვნახოთ, რომელმა სააგენტომ რამდენი ქულა მოიპოვა Young Lions Georgia 2023-ზე ასპარეზობის შედეგად.

მთლიანობაში კი, ACAG-ის განახლებული რეიტინგი, ამ დროისათვის, ასე გამოიყურება:

ადგილობრივ ახალგაზრდულ კონკურსზე გამარჯვებული ოქროს მედალოსნები კანის საერთაშორისო ფესტივალზე გაემგზავრებიან და საქართველოს სახელით, მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებენ. წლევანდელი ნამუშევრების სანახავად ამ ბმულს ეწვიეთ.

კანის საერთაშორისო ფესტივალი უკვე 70-წლიან ისტორიას მოითვლის, საქართველო კი მასში 2015 წლიდან მონაწილეობს და ყოველწლიურად აუმჯობესებს შედეგებს. პროექტის ოფიციალური მედია პარტნიორია Marketer.ge.

ადგილობრივი ფესტივალის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თიბისი, apeople, Tegeta.

„არქი” არქელებს „სქილვილში” სწავლას დაუფინანსებს

ამ ღვინის ეტიკეტის შთაგონებას კლდოვან ადგილებში მიაგნეს