Young Lions Georgia 2024 დასრულდა და უკვე ცნობილია ის 6 გუნდი, რომელიც 6 კატეგორიაში კანის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონკურსზე საქართველოს სახელით იბრძოლებს. წელს, კანის ახალგაზრდულ ადგილობრივ შეჯიბრში 254 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები 6 კატეგორიაში იბრძოდნენ პირველობისთვის: მარკეტერი, პრინტი, დიჯიტალი, ფილმი, PR, დიზაინი. კატეგორიების ეს რაოდენობა უპრეცედენტოა საქართველოსთვის. გამარჯვებული გუნდები ივნისში საფრანგეთის ქალაქ კანში გაემგზავრებიან და მსოფლიო პირველობისთვის იასპარეზებენ. Young Lions Georgia 2024-ის შედეგებთან ერთად, განახლდა საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციის ACAG რეიტინგი, რომელიც გამარჯვებულების გარდა, შორთლისთში მოხვედრილი გუნდების ქულებსაც მოიცავს:
Redberry – 30
Kraken – 8
BetterFly – 2
Maverik – 4
Hans & Gruber – 2
Windfors – 18
FCB Artgroup – 14
JWT Metro – 50
Mozaika – 2
Leavingstone – 38
VAVAVA – 2
Ad Geeks – 2
Looper Agency – 2
კანის ლომები მსოფლიოს ყველაზე დიდი და პრესტიჟული კრეატიული ფესტივალია, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია ტარდება ქალაქ კანში. საქართველომ 2015 წელს მიიღო წარმომადგენლობის უფლება.
2024 წლის ფესტივალის მხარდამჭერები არიან თიბისი, apeople, ალდაგი, Smartsoft, Gulf, „ბაკურიანი“, Vismino