Accelera IT განათლებისა და კარიერული წინსვლისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ასოციაციისა (CompTIA) და საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაციის (ITAG) თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და კომპანია SKYHI-ის ბაზაზე ხორციელდება.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, Accelera თანამედროვე, თანმიმდევრულ და პრაქტიკულ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამაა. თანაც მისი მეშვეობით შესაძლებელია, მსურველებმა მხოლოდ 3 თვეში მიიღონ ცოდნა და, რაც მთავარია, პრაქტიკული გამოცდილებაც.
Accelera-ს პროგრამის ეფექტურობას განაპირობებს:
- გამოცდილ მენტორებთან ერთად რეალურ დროსა და გარემოში მუშაობა;
- პრაქტიკული სწავლა სერტიფიცირებულ ინსტრუქტორებთან;
- თეორიული ტრენინგი — IT ინდუსტრიის ექსპერტ-ტრენერებთან;
- დამოუკიდებელი მუშაობა „საკუთარ თავთან“.
საგულისხმოა, რომ აქსელერას უკვე ჰყავს პირველი კურსდამთავრებულები, ვინც უკვე წარმატებით დასაქმდნენ IT ინდუსტრიაში.
მეორე ნაკადის მიღება კი დაწყებულია მათთვის, ვინც ეძებს ახალ შესაძლებლობებს, გახდეს კონკურენტუნარიანი IT ინდუსტრიაში. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
[R]