in

ნახეთ: როგორ გამოიყურება Accept All Cookies ინსტალაცია

კომპიუტერში ნებისმიერ საიტზე შესვლისას, პატარა ფანჯარა წარწერით: Accept All Cookies გვხვდება. მას ისე სწრაფად ვადასტურებთ, რომ არც კი ვიცით ეს რისთვის არის… 

ფრანგი დიზაინერისა და მხატვრის Guillaume Slizewicz-ის ინსტალაცია Accept All ციფრული სათვალთვალო “ქუქიებისა” და ონლაინ რეკლამის ტრეკერების რობოტიზაციას ახდენს, რითაც ამ ღილაკზე ხელის დაჭერის მიზანი უფრო ნათელი ხდება. 

იგი ინტერნეტსა და მის მომხმარებელს შორის შეთანხმებას გულისხმობს, რათა ადამიანთა კიბერ გამოცდილება ონლაინ თვალყურის დევნებით გამარტივდეს. ის ვებსაიტებს ისეთი ინფორმაციის დამახსოვრებაში ეხმარება, როგორიცაა ელფოსტის მისამართი, საფოსტო კოდი და საკრედიტო ბარათის ინფორმაცია. ასევე, მომხმარებელს მის ინტერესებზე მორგებულ რეკლამებს სთავაზობს. დიზაინერს კი სურდა ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა ციფრული სათვალთვალო ქუქიებისა და სარეკლამო ტრეკერების რობოტიზაცია, რამაც მისი ინტერაქციული ხელოვნების ინსტალაციის Accept All შექმნას დაუდო საფუძველი.

ინსტალაციაში სათვალთვალო აპარატები, ხელოვნური ინტელექტით არის აღჭურვილი. მათ დამოუკიდებლად, სასურველი სიჩქარით შეუძლიათ მოძრაობა. იატაკზე მოძრავი რობოტები მნახველების ფეხებამდე, პატარა ლეკვების მსგავსად მიდის. დიზაინერი შესაბამისი მორთულობით რობოტებს, თითქოს, პიროვნულ თვისებებსაც ანიჭებს. ერთ რობოტს ბალახის ქვედაკაბა აცვია, მეორეს კი მავთულის ჩარჩო, რომელიც მებრძოლ ხარს მოგაგონებთ. თითოეული რობოტი მხედველობის თვალთვალის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, რათა ვებ-ქუქიებიდან მონაცემთა თვალყურის დევნებას მიბაძოს და მათი ფუნქცია ჩვენთვის უფრო გასაგები გახადოს.

ენთები, ანუ როგორ გახდა სამი მეგობრის იდეა წარმატებული ბიზნესი ბიზნესებისთვის

Radisson Hotel Group-ის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივები