მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა ადგილები საკმაოდ თვალშისაცემი ნიშნებით არის ხოლმე გამოყოფილი, როგორც ჩანს, ბევრისთვის ეს საკმარისი მაინც არ არის. თავის გასამართლებელი არგუმენტების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალრიცხოვანია, თუმცა, ვერცერთი აკომპენსირებს იმ დისკომფორტს, რასაც უპასუხისმგებლო მძღოლები ამ ადამიანებს უქმნიან. საზოგადოებაში ცნობიერების კიდევ უფრო ასამაღლებლად ორგანიზაცია Access Israel-მა და სააგენტო Leo Burnett-მა ეფექტური კამპანია შექმნეს. ათასობით საგზაო ნიშანზე ადამიანის ფორმა ნამდვილი პიროვნებების ფოტოებით ჩაანაცვლეს და ამით საზოგადოებისა და მედიის ყურადღებაც მიიქციეს.