ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ქალაქში სადღესასწაულო ციებ-ცხელება იწყება. ამ დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არა მხოლოდ ნივთის შეძენა, არამედ ისეთი საჩუქრის პოვნაა, რომელიც ადრესატს თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებს, თავად შერჩევის პროცესი კი სტრესის ნაცვლად, სასიამოვნო რიტუალად იქცევა. სწორედ ამ იდეას პასუხობს სოლოლაკში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე მდებარე კონცეპტუალური სივრცე – Access Store & Café.
ისტორიულ შენობაში განთავსებული ეს ადგილი სტანდარტული „შოურუმის“ ჩარჩოებს სცდება და მომხმარებელს სრულიად ახლებურ გამოცდილებას სთავაზობს: ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩენილი ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდების აღმოჩენიდან – მყუდრო კაფეში, ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩას თანხლებით დასვენებამდე. აქ შოპინგი, გასტრონომია და სოციალიზაცია ერთ სივრცეში იყრის თავს. რა იდეა დგას Gifting-ის კულტურაზე აგებული ბრენდის მიღმა? დეტალებზე Access-ის დამფუძნებლები გვესაუბრნენ.

M: რა იყო Access Store & Café-ს შექმნის მთავარი ინსპირაცია და რა კონცეფციას ეფუძნება თქვენი სივრცე?
იდეა იმ ემოციიდან დაიბადა, რომელიც საჩუქრის შერჩევის პროცესს ახლავს თან. განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში, როცა საყვარელი ადამიანის გასახარებლად ვემზადებით, გვინდოდა შეგვექმნა გარემო, სადაც ეს ზრუნვა და ემოცია ზღაპრულ ატმოსფეროში გაერთიანდებოდა. Access-ის ფილოსოფიაც სწორედ Gifting-ის კულტურას ეფუძნება – გვსურდა, შეგვექმნა სივრცე, სადაც თითოეული ნივთი განსაკუთრებული ყურადღებით იქნებოდა შერჩეული და მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემდა, ეპოვა ისეთი საჩუქარი, რომელიც კონკრეტულ ხასიათს და ინდივიდუალიზმს გაუსვამდა ხაზს.
M: ქართულ ბაზარზე ბევრი ახალი ადგილი ჩნდება. რითია გამორჩეული Access-ის შოურუმი და რა ტიპის ბრენდებს აერთიანებთ?
ჩვენი მთავარი ნიშა ექსკლუზიურობა და ხარისხია. Access-ის სივრცეში წარმოდგენილია ისეთი პრემიუმ ბრენდები, რომლებზეც წვდომა ქართველ მომხმარებელს აქამდე არ ჰქონია. მათ შორისაა Le Gramme, Beatriz Palacios, Twojeys, Pearl Octopuss.y და სხვა დიზაინერების მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი ნივთები. ვცდილობთ, შევინარჩუნოთ მრავალფეროვნება, რათა მომხმარებელმა შეძლოს სხვადასხვა გემოვნებისა და საფასო კატეგორიის შესაბამისი, თუმცა უცვლელად მაღალი ხარისხის ნივთის შერჩევა.

M: როგორც ახსენეთ, ადგილმდებარეობაც და ინტერიერიც ბრენდის იდენტობის ნაწილია. სად მდებარეობს Access Store & Café და ვინ იმუშავა ვიზუალურ მხარეზე?
ჩვენი მაღაზიისთვის ადგილი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ უბანში, სოლოლაკში შევარჩიეთ. პაოლო იაშვილის 16 ნომერში, ისტორიულ შენობაში დავბინავდით, რაც თავისთავად ქმნის განსაკუთრებულ აურას. რაც შეეხება ინტერიერს, სრულყოფილი გარემოს შექმნაზე DODO Designs-მა იმუშავა. შედეგად მივიღეთ სივრცე, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ შტრიხებსა და თანამედროვე ესთეტიკას ჰარმონიულად ათავსებს.

M: რა როლი აქვს კაფეს თქვენს კონცეფციაში?
Access Café ჩვენი ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილია. გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ადამიანები არა მხოლოდ შოპინგისთვის, არამედ განტვირთვისთვისაც მოვიდოდნენ. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში ვთავაზობთ საუზმისა და ბრანჩის მენიუს, ასევე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩა გვაქვს. გარდა ამისა, კაფეს აქვს სოციალური დატვირთვაც – ეს არის სივრცე მასტერკლასებისთვის, პრეზენტაციებისა და ელეგანტური წვეულებებისთვის. ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ გარკვეული Community, სადაც ადამიანები ერთმანეთს იდეებსა და შთაგონებას გაუზიარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ, Access Store & Café არის ადგილი, სადაც საჩუქარი, ცხოვრების სტილი და გამოცდილება ერთ სივრცეში იყრის თავს.


















