ციფრული მომთაბარეებისა და დისტანციურად მომუშავე თანამედროვე პროფესიონალისთვის ქვეყანა შეიძლება განვიხილოთ ოფისად. შეგიძლია იყო შორს ოფისიდან, კაბინეტებიდან და მზის გულზე, სადმე კაფეში, მთასა თუ ზღვაზეც შეგიძლიათ დატკბეთ თქვენი წილი დისტანციური ბედნიერებით. დისტანციურად ეფექტურად მუშაობაში კი მნიშვნელოვანი როლი აქვს სათანადო აქსესუარებით აღჭურვას. ამ სტატიაში გაგიზიარებთ იმ პორტატულ აქსესუარებს, რომლებიც თქვენს დისტანციურ თავგადასავალს გაამრავალფეროვნებს.
ყურსასმენები ხმის ჩახშობის ფუნქციით
თუკი საოფისე გარემოს კაფეებსა და საერთო სამუშაო სივრცეებში ებრძვით, კონცენტრირებისთვის ნამდვილად გამოგადგებათ ყურსასმენები ხმის ჩახშობის ფუნქციით. მაღალი ხარისხის მოდელები სუფთა ხმითაც დაგატკბობენ, ხმაურსაც შეამცირებენ თქვენ გარშემო და საქმეში ჩაძირვაშიც დაგეხმარებიან.
ლეპტოპის პორტატული სადგამი
ლეპტოპში ჩაძირულმა შეიძლება ვერც შენიშნოთ, როგორ იტვირთება თქვენი ზურგის კუნთები, რამაც შეიძლება ტკივილამდეც მიგიყვანოთ. პორტატული სადგამის დახმარებით, ლეპტოპს თვალის სიმაღლეზე დააყენებთ, ამრიგად, უფრო კომფორტულად იჯდებით და არც კისერი დაგეძაბებათ. დასაკეცი დიზაინის დახმარებით კი, მარტივად ატარებთ თან.
უკაბელო მაუსი
ზუსტი და კომფორტული უკაბელო მაუსი იმაზე მეტია, ვიდრე ფიქრობთ. თანაც, ისეთიც შეგიძლიათ აირჩიოთ, რომელსაც უხმაუროდ შეუძლია მანევრი – ამით სხვა ციფრული მომთაბარეები რომ არ გააღიზიანოთ.
გარე დამტენი ან დამტენი ავტომობილისთვის
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დისტანციურად მუშაობისას, ბატარეაა. ამაში კარგი ტევადობის გარე დამტენი დაგეხმარებათ, რომელიც ლეპტოპის გათიშვის უხერხულობას აგარიდებთ თავიდან. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგჯერ შეიძლება ტელეფონისა და ლეპტოპის დამუხტვა ერთდროულად მოგიწიოთ.
ადაპტერი
იმისათვის, რომ სხვადასხვა ტიპის მოწყობილობების ლეპტოპთან მარტივად დაკავშირება შეძლოთ, ადაპტერი ნამდვილად გამოგადგებათ.
ღრუბლოვანი საცავი
ღრუბლოვანი ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად გიმარტივებთ საქმეს. მისი დახმარებით, შეგიძლიათ დიდი მოცულობის დოკუმენტაცია ატაროთ თან, მყარი დისკით ჯიბის დამძიმების გარეშე. ეს ძალიან კარგი გზაა პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.
ერგონომიკული ზურგჩანთა
კომფორტული, მსუბუქი და გამძლე ზურგჩანთა თქვენი საუკეთესო მეგობარია, იმის მიუხედავად, ქალაქში გიწევთ გადაადგილება თუ შორ გზაზე. მან უნდა გაუძლოს თქვენს მთელ ტექნიკურ არსენალს, იყოს ტევადიც და უსაფრთხოც – თქვენი ხერხემლისთვის.
დამცავი სათვალე
ეს ისეთი აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გჭირდებათ, იმის მიუხედავად, ოფისში გიწევთ ყოფნა თუ დისტანციურად. მავნე სხივებისაგან თვალის დასაცავად, არ დაგავიწყდეთ შესაბამისი სათვალის შერჩევაც.
და ბოლოს – კარგი Wi-Fi აუცილებელია. შეგიძლიათ Hotspot-ით ისარგებლოთ ან ცალკე მოწყობილობა შეიძინოთ, ინტერნეტის ლეპტოპთან გასაზიარებლად.
თქვენ რა აქსესუარები გეხმარებათ დისტანციურად მუშაობაში?